აგროსერვის ცენტრში "განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიები" საგრანტო პროგრამა ხორციელდება. განაცხადების მიღება იწარმოებს 2023 წლის 1 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით.

სიახლეების არქივი

აგროსერვის ცენტრის კონსულტანტები სატრაქტორე პარკების მონიტორინგს ახორციელებენ

2014-03-25

საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით ხელვაჩაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტებმა ხელვაჩაურში არსებული სატრაქტორო გაერთიანება ,,კახაბრის ველი’’ და ჩაქვში შპს ,,მექანიზატორის’’ სატრაქტორო პარკი მოინახულეს. სატრაქტორო გაერთიანება ,,კახაბრის ველი’’-ს დირექტორის თენგიზ სირაბიძის განმარტებით მათ საკუთრებაში...

აგროსერვის ცენტრის საქმიანობით საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია დაინტერესდა

2014-03-24

აგროსერვის ცენტრს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი გურამ ალექსიძე ეწვია. ის ორგანიზაციის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებს გაეცნო. ალექსიძე აჭარაში სოფლის მეურნეობაში არსებული მდგომარეობით და ამ კუთხით აგროსერვის ცენტრის როლით დაინტერესდა. როგორც ის აცხადებს, სამომავლოდ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია...

ქედის მუნიციპალიტეტში ნიადაგის აგროქიმიური კვლევები დაიწყო

2014-03-21

ქედის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურში ნიადაგის აგროქიმიური კვლევის სერვისი ამოქმედდა, რაც ნებისმიერ მსურველს საშუალებას აძლევს ნიადაგის ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციები სახლიდან გაუსვლელად მიიღოს. ქედის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის აგროქიმიკოსმა    ნიადაგის აგროქიმიური გამოკვლევა ამჟამად, სოფელ ვაიოში რეზო ლორთქიფანიძის საკარმიდამო...

აგროტურიზმის განვითარების შესახებ მუშაობა გრძელდება

2014-03-21

დღეს, აგროსერვის ცენტრის დირექტორს, საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების ფინანსისტებსა და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე აგროსერვის ცენტრის წარმომადგენლებმა ტურიზმის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს სოფლად აგროტურიზმის განვითარების თავიანთი ხედვა და რეკომენდაციები...

აგროსერვის ცენტრის კონსულტანტებს ტრენინგები უტარდებათ

2014-03-18

აგროსერვის ცენტრის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტებს ტრენინგები უტარდებათ. ორდღიანი ტრენინგის ფარგლებში ისინი ისეთ საკითებს ეცნობიან როგორებიცაა ექსტენცია, მისი ძლიერი და სუსტი მხარეები, როგორ ვასწავლოთ ფერმერებს, ასევე სადემონსტრაციო ნაკვეთების დაგეგმვა და შესრულება.  ტრენინგი USAID პროექტ „ექსტენციისა და საკონსულტაციო...

აგროსერვის ცენტრი ფერმერებს აგრობიზნესს პროექტების მომზადებაშიც დაეხმარება

2014-03-13

სასტუმრო შერატონში აგროსერვის ცენტრის მმართველობითი, ორგანიზაციული და ფუნქციონალური განვითარების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ორგანიზაციის სტრატეგიული განვითარების პროექტის მიხედვით აგროსერვის ცენტრი აქტიურად ჩაერთვება კოოპერატივების შექმნასა და ფუნქციონერებაში, გაუწევს მათ საბუღალტრო მომსახურებას, მოამზადებს აგრობიზნესს და აგროტურისტული პროექტებს....

ლურჯი მოცვის ნერგები ბათუმის მაცხოვრებლებმაც მიიღეს

2014-03-12

„მრავალწლიანი ხეხილოვანი კულტურების ნერგებით ფერმერთა უზრუნველყოფის ხელშეწყობა“ პროგრამის ფარგლებში ბათუმის მაცხოვრებლებს ამერიკული ლურჯი მოცვის ნერგები დაურიგდათ. ფერმერებმა 500 ძირი მოცვის ნერგი თანადაფინანსების პრინციპით 1,65 ლარად შეიძინეს. სულ პროგრამით გაზაფხულისათვის 7 000 ნერგის განაწილებაა გათვალისწინებული, მათ შორის 1 000 ძირი მოცვი...

ტურისტულ ბიზნესში დასაქმებულებს აგროსერვის ცენტრი უფასო კონსულტაციებს გაუწევს

2014-03-11

დღეიდან, საოჯახო სასტუმროების განვითარების მსურველებს აგროსერვის ცენტრის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების ფინანსისტები უფასოდ გაუწევენ კონსულტაციებს ბიზნესის გასაუმჯობესებლად. დღეს დასრულდა ტრენინგი თემაზე „ტურიზმი სოფლად და პატარა ქალაქებში“, რომლის ფარგლებშიც ისინი სოფლად აგროტურიზმის განვითარების საკითხებში გადაემზადნენ. ტრენინგის დასასრულს...

დეფეკაციური ტალახისა და მოცვის ნერგების დარიგება დაიწყო

2014-03-10

სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში დაიწყო დეფეკაციური ტალახისა და მოცვის ნერგების დარიგება. ამ დროისათვის ქობულეთის მუნიციპალიტეტში 315 ტონა დაფასოებული დეფეკატია განაწილებული სოფლების მიხედვით, რაც შეეხება ლურჯ მოცვს ის 1000 ძირის ოდენობით რამდენიმე ათეულობით ფერმერს გადაეცა. შემდეგი კვირისთვის კივის, ხურმისა და კაკლის ნერგების დარიგებაც იგეგმება....

აგროსერვის ცენტრის ფინანსისტები ეკოტურიზმში გადამზადდებიან

2014-03-06

აგროსერვის ცენტრის,  აჭარის ა/რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისა და „ENPARD Ajara- სოფლის  მეურნეობის ხელშეწყობა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში” პროგრამის  მხარდაჭერით 2014 წლის 6 მარტიდან 11 მარტის ჩათვლით ხორციელდება ერთობლივი პროექტი, რომელიც  რეგიონში სოფლად ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. პროექტის ფარგლებში რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტის აგროსერვის...

აგროსერვის ცენტრის კონსულტანტების შეხვედრები ფერმერებთან გრძელდება

2014-03-05

ხელვაჩაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები ფერიის, ახალშენის მეურნეობის დასახლების, მნათობისა და ჭარნალის სოფლების მაცხოვრებლებს შეხვდნენ. მათ ფერმერებს სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამები და ქვეპროგრამები გააცნეს. მოტობლოკები, მრავალწლიანი ხეხილოვანი კულტურების ნერგები, სასათბურე კონსტრუქციები, ფუტკრის სკები, თაფლის საწური...

ხელვაჩაურის მაცხოვრებლებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამების გააცნეს

2014-02-28

ხელვაჩაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის  სპეციალისტები აგრძელებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამების მოსახლეობისთვის გაცნობას.   ამჯერად ისინი აჭარისწყლის, ხერთვისის, მაჭახლისპირისა და მირვეთის სოფლებში იმყოფებოდნენ, სადაც ფერმერებს მოტობლოკების, მრავალწლოვანი ხეხილოვანი კულტურების, ფუტკრის სკებისა და თაფლის საწური აპარატების,...

სასათბურე მეურნეობების განვითარების შესახებ ჰოლანდიური კომპანიების ხელმძღვანელებმა პრეზენტაცია გააკეთეს

2014-02-27

აგროსერვის ცენტრის ქობულეთის ფერმერთა მომსახურების სერვის ცენტრში ჰოლანდიური კომპანიების „ბილანსია“-სა და „ფრანსენ როუზის“  ხელმძღვანელები ფერმერებს შეხვდნენ. მათ ჰოლანდიაში მებოსტნეობისა და მეყვავილეობის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ ისაუბრეს და ამ კუთხით აჭარაში არსებულ მდგომარეობას გაეცნენ. შეხვედრის მთავარ მიზანს ჰოლანდიაში...

ხელოვნური განაყოფიერების შედეგად აჭარაში 130-ე ხბო დაიბადა

2014-02-24

აგროსერვის ცენტრის ვეტერინარებმა ხელოვნური განაყოფიერების შედეგად დაბადებული ხბოს მდგომარეობა შეამოწმეს. ისინი სოფელ ორთაბათუმში ბაკურიძეების ოჯახში იმყოფებოდნენ და მეპატრონეს ხბოს მოვლა-პატრონობის შესახებ გაუწიეს რეკომენდაცია და კონსულტაციები. აგროსერვის ცენტრში ფურის ხელოვნურად განაყოფიერების სერვისი 2012 წელში, გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში...

მოსახლეობისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამების გაცნობა გრძელდება

2014-02-20

აგროსერვის ცენტრის კონსულტანტები და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები აგრძელებენ ფერმერებისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამების გაცნობას.  ისინი ყოველდღიურად აჭარის რაიონის ყველა მუნიციპალიტეტსა და სოფლებში მართავენ შეხვდრებს, რომელსაც დროდადრო სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე და აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძეც...

სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამების პრეზენტაცია სოფელ ვაიოში

2014-02-17

სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე, “აგროსერვის ცენტრი“-ს დირექტორი გოჩა ბერიძე ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელთან და ქედის საინფიორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად  სოფელ ვაიოს მოსახლეობას შეხვდნენ. მათ ფერმერებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის...

ქედის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებმა სათბურების მონიტორინგი დაიწყეს

2014-02-10

ქედის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებმა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ქედაში, ფერმერებზე თანადაფინანსების პრინციპით გაცემული სასათბურე კონსტრუქციების გამოყენების მონიტორინგი დაიწყეს. კონსულტანტები სოფელ ქვედა მახუნცეთში მცხოვრებ ზაზა კახიძესთან იმყოფებოდნენ, რომელიც  თავის საკარმიდამო ნაკვეთში...

აგროსერვის ცენტრის აგროქიმიკოსებსა და კონსულტანტებს ტრენინგი ჩაუტარდათ

2014-02-10

აგროსერვის ცენტრის აგროქიმიკოსებსა და კონსულტანტებს ნიადაგისა და ხილის ანალიზების ასაღები თანამედროვე ხელსაწყოების გამოყენებისა და დანიშნულების შესახებ ორდღიანი ტრენინგი ჩაუტარდათ. ტრენინგს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის აგროქიმიკოსი ვლადიმერ დოლიძე ატარებდა. ახალი ხელსაწყოები აგროსერვის ცენტრს გაეროსა და ევროკავშირის დაფინანსებით...

სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამების პრეზენტაცია შუახევში

2014-02-06

შუახევის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტებმა მუნიციპალიტეტის წევრებთან ერთად სოფლის მეურნეობის  სამინისტროს 2014 წლის პროგრამები სოფელ წყალსაყრისა და ზამლეთის მაცხოვრებელებს გააცნეს. მცირემიწიან საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის და ფერმერული მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამების ფარგლებში მიმდინარე წლისთვის ფერმერები...

ხულოს საინფორმაციო სამსახურის კონსულტანტები ფერმერებს შეხვდნენ

2014-02-05

ხულოს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2014 წლის პროგრამები სოფელ ვაშლოვანის მაცხოვრებლებს გააცნეს. გარდა ამისა, ფერმერებს აგროსერვის ცენტრის მიერ რაიონში დაგეგმილი სიახლეების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. უახლოეს მომავალში ხულოს მუნიციპალიტეტში, ისევე როგორც სხვა რაიონებში ყველა ფერმერს მიეცემა...

« 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 »