აგროსერვის ცენტრში "განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიები" საგრანტო პროგრამა ხორციელდება. განაცხადების მიღება იწარმოებს 2023 წლის 1 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით.

სიახლეების არქივი

აჭარაში სოფლის მეურნეობის განვითარების 3.3 მილიონი ევროს ღირებულების პროექტი იწყება

2013-06-18

დღეს, „აგროსერვის ცენტრ“-ს სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის ფარგლებში გაეროსა და ევროკავშირის წარმომადგენლები ეწვივნენ. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოჩა ბერიძემ მათ „აგროსერვის ცენტრი“-ში მიმდინარე პროექტები გააცნო და საქონლის ხელოვნური განაყოფიერების სამსახური დაათვალირებინა. ევროკავშირის   ოპერაციათა   დელეგაციის   ხელმძღვანელმა...

ურეხის მეცხოველეობის ფერმის მფლობელი წარმოების გაუმჯობესებას აპირებს

2013-06-17

ხელვაჩაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებმა ურეხის მეცხოველეობის ფერმა „ჩვენი ფერმა“ მოინახულეს. ისინი ფერმაში არსებულ მდგომარეობას, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოვლა-შენახვის პირობებსა და  პროდუქტიულობის დონეს გაეცნენ.  ფერმერი წარმოების გაუმჯობესების მიზნით აგროსესხის გამოტანასა და რელიზაციის გაზრდას გეგმავს.

საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებს ტრენინგები ჩაუტარდათ

2013-06-14

ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრი“-ს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებმა ბინზესს პროექტების მოზადებაში ერთ კვირიანი ტრენინგი გაიარეს.  ბათუმის ბიზნესს ინკუბატორში მათ ბიზნესს პროექტების ანალიზი, შეფასება და დაგეგმარება  ისწავლეს. ტრენინგებს გაეროს განვითარების პროგრამის, აჭარის ეკონომიკური განვითარების პროექტის მენეჯერი ლაშა კომახიძე ატარებდა.

ქედის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები მოსახლეობას მოუწოდებენ

2013-06-14

ქედის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებმა სოფელ ხოხნაში მინდვრის ხვატარის მიერ დაზიანებული ნათესები მოინახულეს.  მათ ფერმერებს შესაბამისი რეკომენდაციები გაუწიეს  სიმინდის ნაკვეთებში მასიურად გავრცელებული მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების შესახებ. მინდვრის ხვატარი მასიურად ანადგურებს არამარტო სიმინდის, არამედ ლობიოსა...

სოფელ ნაღვარევში ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ნათესები დააზიანა

2013-06-13

შუახევის რაიონის სოფელ ნაღვარევში ძიერმა წვიმამ და სეტყვამ ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურები დააზიანა. სოფლიდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ, რომლის შემადგენლობაშიც შუახევის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის ხელმძღვანელი ავთანდილ კაკალაძე და აგრონომი რამინ დიასამიძეც შედიოდნენ,...

საკალმახე მეურნეობის მფლობელი ფერმერი აგროსესხის აღებას გეგმავს

2013-06-13

ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრის“ დირექტორის მოადგილემ საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად საკალმახე მეურნეობა მოინახულა. როგორც შეხვედრისას გაირკვა მწვანე კონცხის უბანში არსებული საკალმახე მეურნეობის მფლობელი ასლან ბეჟანიძე წარმოების გაფართოებასა და მასში ახალი ტექნოლოგიების დანერგვას გეგმავს, ამისთვის კი მას აგროსესხი ესაჭიროება....

ბათუმის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები საბანკო სექტორის წარმომადგენლებს ხვდებიან

2013-06-11

ბათუმის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები საბანკო სექტორის წარმოადგენლებთან შეხვედრებს მართავს. შეხვედრების მთავარი მიზანი „შეღავათიანი აგროკრედიტი“-ს პროქტის ფარგლებში გასაცემი სესხების პირობებისა და ცალკეულ ბანკებში ამ მხრივ არსებული ვითარების გარკვევაა.  თავდაპირევლად ბათუმის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები...

შუახევის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო მცენარეთა მავნებლებს ებრძვიან

2013-06-07

შუახევის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებს სოფელ წყაროთის, ჭალის, ნენიისა და ფურტიოს მაცხოვრებლებმა მიმართეს. როგორც ფერმერები აცხადებენ, სოფლებში მცენარეთა მავნებლები და მღრნელებია გავრცელებული, რის შედეგადაც დაზიანებულია ბოსტნეულისა და სიმინდის ნათესი ფართობები.  კონსულტანტებმა დაზიანებული კერები მოინახულეს და ფერმერებს რეკომენდაციები...

„აგროსერვის ცენტრ“-სა და კოლეჯ „ბლექსი“-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა

2013-06-07

„აგროსერვის ცენტრ“-სა და პროფესიულ კოლეჯ  „ბლექსი“-ს შორის თანამშრომლობის მემორენადუმი გაფორმდა, რაც „აგროსერვის ცენტრ“-ში კოლეჯის მცენარეთა დაცვის ტექნიკოსის სპეციალობის მესამე კურსის სტუდენტების საწარმოო პრაქტიკით უზრუნველყოფას ითვალისწინებს. „ეს თანამშრომლობა ორმხრივად სასარგებლოა ჩვენთვის. ერთის მხრივ „აგროსერვის ცენტრი“...

ბათუმის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები ბათუმის ძველ უბანს ესტუმრნენ

2013-06-06

ბათუმის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებმა მორიგი შეხვედრა  ბათუმის ძველი უბნის ტერიტორიაზე გამართეს. შეხვედრაზე საქართველოსა და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ასევე ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრის“ კომპეტენციების, ძირითადი ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების გზებზე ისაუბრეს. კონსულტანტებმა მოსახლეობას აჭარის სოფლის მეურნეობის...

შუახევის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები შუბანის თემში

2013-06-06

შუახევის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებმა შუბანის თემში მცხოვრებ ფერმერებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიზნობრივი ქვეპროგრამები გააცნეს.  შეხევდრაზე საგაზაფხულო სამუშაოების დროულად ჩატარებასა და ამ მხრივ რაიონში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს. ფერმერების განცხადებით, მიმდინარე წელს ნაადრევი გაზაფხულის მოსვლამ ხელი შეუწყო შუახევის...

გარემოს დაცვის დღე „აგროსერვის ცენტრ“-მა გამწვანების აქციით აღნიშნა

2013-06-05

გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით  ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრ“-მა ბენზეს დევნილთა დასახლებაში გამწვანების აქცია მოაწყო.  აქციაში  „აგროსერვის ცენტრი“-ს თანამშრომლები და სტუდენტები იყვნენ ჩართულები. მათ დევნილთა დასახლებას კლიპტომერიის ათეულობით  ნერგი შემატეს. „აქ ახალი დასახლებაა და როგორც ვხედავთ ჯერ-ჯერობით გამწვანებული...

ბათუმის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლების გასვლა რუსთაველის უბანში

2013-06-04

ბათუმის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებმა სამსახურის ფუნქციები, მუშაობის სპეციფიკა და მიმართულებები რუსთაველის უბნის მოსახლეობას გააცნეს. შეხევედრაზე, ასევე ისაუბრეს  აჭარისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროების მიერ 2013 წელს  განხორციელებულ და განსახორციელებელ მიზნობრივ პროგრამებზე. მოსახლეობის განსაკუთრებული დაინტერესება...

აგროსერვის ცენტრმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები დელფინების შოუზე დაპატიჟა

2013-06-01

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს  „აგროსერვის ცენტრ“-მა ბათუმის მეექვსე სკოლასთან არსებული ინკლუზიური ჯგუფის 40-მდე აღსაზრდელი  დელფინების შოუზე დაპატიჟა.  „აგროსერვის ცენტრი“ ყველა პატარას ულოცავს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და ბედნიერ ბავშვობას უსურვებს. 

ხელვაჩაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები აჭარისწყალს სტუმრობდნენ

2013-05-31

ხელვაჩაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებმა მეცხოველეობის დარგის განვითარებისა და ხელოვნური განაყიფიერების გზით მისი პროდუქტიულობის გაზრდის პერსპექტივები აჭარისწყლის თემის მოსახლეობას გააცნეს. მათ ფერმერებს  „აგროსერვის ცენტრში“ არსებული საქონლის ხელოვნური განაყოფიერების სერვისის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და მისი გამოყენების...

ბათუმის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები ხიმშიაშვილის უბნის მოსახლეობას შეხვდნენ

2013-05-29

ქ. ბათუმის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დაგეგმილი მიზნობრივი პროგრამები და პრიორიტეტები ხიმშიაშვილის უბნის მოსახლეობას გააცნეს. მათი დაინტერესება „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტ

ხელვაჩაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები მაჭახელაში

2013-05-29

ხელვაჩაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის  თანამშრომლები  მაჭახელას თემში შემავალი სოფლების მაცხოვრებლებს შეხვდნენ. „აგროსერვის ცენტრი“-ს კონსულტანტებმა  ინფორმაცია ფერმერებს ნიადაგის აგროქიმიური კვლევის მიზნით კარტოგრამების შედგენის მნიშვნელობაზე, სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებელ-დაავადებათა გამოკვლევისა და დიაგნოსტიკისთვის...

გოჩა ბერიძე საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების თანამშრომლებს შეხვდა

2013-05-28

ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრი“-ს ხელმძღვანელმა გოჩა ბერიძემ საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე სამსახურების ორთვიანი მუშაობის პერიოდი და ამ პერიოდის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოები მიმოიხილეს. ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრ“-ში საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურები 2013 წლის 1 აპრილიდან...

ხულოს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური ხიხაძირის მოსახლეობას შეხვდა

2013-05-27

ხულოს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები ხიხაძირის თემის მაცხოვრებლებს შეხვდნენ.  კონსულტანტებმა ფერმერებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ რაიონში მიმდინარე და დაგეგმილ პროგრამებზე ესაუბრნენ. კონსულტაციები გაუწიეს მოტობლოკების მიღების პრინციპზე. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ხულოს მუნიციპალიტეტში...

ბათუმის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის მორიგი გასვლა

2013-05-24

აგროსესხები და მათი მიღების გზები, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ბარათები- ამ და სხვა საკითხებზე ბათუმის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებმა კონსულტაციები ბაგრატიონის უბნის მოსახლეობას გაუწიეს. შეხვედრა ძირითადათ, გაცნობითი ხასიათის იყო, რადგან ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტი“-ს ბათუმის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები...

« 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 »