1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

სათბურები

პომიდორის სასწავლო - სადემონსტრაციო სათბური

ENPARD AJARA ,,სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში“ პროექტის ფარგლებში აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროსერვის ცენტრის ქობულეთის ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობაში მოეწყო პომიდორის სადემონსტრაციო სათბური.

სათბურის ზომები:   

  • ფართობი 480კვ.მ, მოცულობა 1930.65 კუბ.მ
  • საერთო სიგრძე - 50მ
  • თაღებს  შორის - 2,5მ
  • სექციების რაოდენობა - 1ც
  • სექციების სიგანე - 9.6 მ
  • გვერდის სიმაღლე - 3.0 მ
  • კეხში სიმაღლე - 5.5 მ

სათბური არის თაღოვანი ტიპის კონსტრუქცია, დამზადებულია გალვანიზირებული ფოლადისაგან.

გადახურვა -  სასათბურე ფირის სისქე 160 მიკრონია, 5 ფენოვანი დამცავი კომპონენტებით.

სათბური აღჭურვილია  მართვის ბლოკით, აქვს ერთფრთიანი  ფანჯარა, გამწოვი და ვენტილაციის სისტემა, მორწყვის და გამოკვების კომპიუტერული  სისტემა, ქვანახშირით  გათბობა და განათება. ასეთ პირობებში მცენარეს ექმნება ფესვთა სისტემის უკეთესად განვითარების პირობებში, უმჯობესდება აერაცია და მცენარე ადვილად  ითვისებს წყალსა და მასში გახსნილ საკვებ ნივთიერებებს.

სათბურში დარგულია პომიდორის ინდეტერმინატული სამი სხვადასხვა სახის ჰოლანდიური ჰიბრიდი.

სათბურში პომიდორის მოვლა-მოყვანა მიმდინარეობს ნიადაგის გარეშე გარემოში ხელოვნურ სუბსტრაქტზე.ჩვენს პირობებში პომიდორის მცენარეები დარგულია დაფქვეული ქოქოსის ქერქისაგან დამზადებულ გროუბეგებში.

1.      ლილოსი - აქვს ძლიერი ფესვთა სისტემა, გამოირჩევა სწრაფი ზრდით, ყვავილს აქვს კარგი გამონასკვის უნარი, საშულოდ მტევანზე ინვითარებს 6 - 9 ნაყოფს, მასით - 150-160გ.

2.      ესმირა - გამოირჩევა მოკლე მუხლთაშორისი მაღალი გამონასკვის უნარით, მასით - 190 - 210გ, ნაყოფი ვარდისფერი.

3.      ატია - გამოირჩევა კარგი გენერაციით, გამძლეა სტრესული სიტუაციების მიმართ, ნაყოფის მასა - 200 გ, ასევე გამოირჩევა ადრე მოსავლიანობით.

სასწავლო - სადემონსტრაციო სათბურებში მეცნიერ თანამშრომლების მიერ მიმდინარეობს დაკვირვება მცენარის განვითარების ფენოფაზებზე და მავნებელ დაავადებათა წინააღმდეგ ინტეგრირებული ბრძოლის მეთოდის გამოყენებაზე. სასწავლო პრაქტიკებს გადიან უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები. ასევე პერიოდულად ფერმერებისათვის ტარდება ტრენინგები პომიდორის მოვლა - მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე. სათბურის ძირითადი დანიშნულება დემონსტრირების მეშვეობით რეგიონში სასათბურე მეურნეობის განვითარებაა.