1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ჩაქვის ციტრუსის სანერგე მეურნეობა

აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროსერვის ცენტრის ჩაქვის ციტრუსოვანთა საცდელ-სადემონსტრაციო სანერგე მეურნეობაში ციტრუსოვნები გაშენდა 2012 წელს. სანერგეს მთლიანი ფართობი 21,0 ჰექტარს შეადგენს, ხოლო განაშენიანებული ფართობი - 15 ჰექტარს. ნაკვეთებზე მცენარეები გაშენებულია 5x3, 4x4, 4x3, 4x2,5 კვების არით, მცენარის ზრდის სიძლიერის და მექანიზაციის გამოყენების გათვალისწინებით.

სანერგე მეურნეობაში წარმოდგენილია ციტრუსოვანთა შემდეგი სახეობები: მანდარინი, ფორთოხალი, ლიმონი, პომელო, გრეიფუტი, კინკანი და ნარინჯი. სანერგე მეურნეობაში მანდარინის 28 ჯიშია : ივასაკი, ოკუცუ ვასე, მიხო ვასე, სატსუმა, ნიჩინანი, №1, კლემენულესი, ნოვა, ამაკუსა, მურკუტი, ორტანიგუი, ქართული კლონი, ტიახარა უნშიუ,  კოვანო ვასე, მეგრელიშვილი ქართული საადრეო, კინომიკანი, კლემენტინი, მიჩურინელი, იურა ვასე, მიკაიამა, ტაგუჩი, მიაგავა ვასე, უენო, ოჰოცუ, ნანკანი №20, სიკიამააოშიმა, კავადა.

სანერგეში ასევე წარმოდგენილია

ფორთოხლის -16 ჯიში:  ნაველა, ვაშინგტონ ნაველინა, ფუკომოტო ნაველი, სეიკე ნაველი, ვაშინგტონ ნაველი, ვაშინგტონ ნაველი გლუვკანიანი, ვაშინგტონის სელექციური ფორმა, სანგუინელი, ვალენცია დელტა სიდლსესი, ნავალატე, ვალენცია მიდკნიგტჰი, ლანე ლეტე, ჰამლინი, მიჩურინის დიდება, კოლექტიური, კოროლიოკი 100, უთესლო ფორთოხალი იაფა.

ლიმონის - 14 ჯიში: კუტდიკენი, ინტერდონატო, კარა ლიმონი, ფინო, ვერნა, ეურეკა, მონაკენო, დიოსკურია, ვილაფრანკა, ქართული, ჰიბრიდი - 1, ჰიბრიდი - 2, მეიერი, უთესლო უეკლო.

პომელოს - 6 ჯიში: სტარ რუბი, ლიმა ბერსი, რიო რედი, ჩალმისებური, გლუვკანიანი, მსხლისებური.

გრეიფუტის - 3 ჯიში: ფოსტერი, სამბოკი, უთესლო მერში.

კინკანის - 3 ჯიში: მრგვალი, ოვალური, განსხვავებული ფორმა.

ნარინჯი - 1 ჯიში: მიტროფოლია

სანერგე მეურნეობაში დამონტაჟებულია თანამედროვე ტექნოლოგიის მორწყვის წვეთოვანი სისტემა სასუქების შემრევი მექანიზმით, რომლის საშუალებითაც ხდება ვეგეტაციის პერიოდში მცენარეების მორწყვისა და მაკრო - მიკრო ელემენტების შემცველი წყალში ხსნადი სასუქებით გამოკვება. სანერგეში მექანიზირებული წესით მიმდინერეობს ნიადაგის დახვნის, კულტივაციის, ფრეზირების, სარეველების გაცელვისა და მავნებელ დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის სამუშაოები.

სანერგე მეურნეობაში არის ორი სათბური. თითოეულის ფართობი შეადგენს 960 მ2-ს. პირველ სათბურში განთავსებული იქნება, სანერგეში არსებული ციტრუსოვანთა ჯიშების კოლექცია, რომელიც დაცულია გარემოს არახელსაყრელი კლიმატური პირობების უარყოფითი ზემოქმედებისაგან. მეორე სათბურში გათვალისწინებულია ციტრუსოვანთა სხვადასხვა ჯიშის ნერგების წარმოება კონტეინერული მეთოდით  პოლიეთილენის პარკებში. ასეთი მეთოდით გამოყვანილი ნერგი არის დახურული ფესვთა სისტემით, ნერგების მუდმივ ადგილზე დარგვისას არ ირღვევა ფესვთა სისტემის მთლიანობა, მნიშვნელოვნად გახანგრძლივებულია დარგვის ვადები, იძლევიან გახარების მაღალ პროცენტს, ადვილია მათი გამოზამთრება. მცენარეები დარგვიდან იმავე წელს კარგად ვითარდებიან და 1 - 2 წლით ჩვეულებრივზე ადრე შედიან მსხმოიარობაში.

სანერგე მეურნეობაში მეცნიერ მუშაკების მიერ, მიმდინერეობს  დაკვირვება ციტრუსების სხვადასხვა ჯიშზე, მცენარეების ზრდა - განვითარების ფაზაზე, მავნებელ დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის ინტეგრირებულ მეთოდებზე, ყინვაგამძლეობაზე, სიმწიფეში შესვლაზე და ნაყოფის ბიო - ქიმიურ მაჩვენებლებზე. სანერგე მეურნეობაში სასწავლო პრაქტიკებს გადიან სტუდენტები, ასევე პერიოდულად ფერმერებისთვის ტარდება ტრენინგები ციტრუსის მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიებზე.