1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

სადემონსტრაციო

2011-2012 წლებში, ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრმა“ სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშთგანახლებისა და პერსპექტიული, ალტერნატიული სასოფლო-სამეურნეო კულტურების სარგავი მასალის წარმოებისათვის შექმნა ჩაქვის ციტრუსების სადედე, საკოლექციო-სადემონსტრაციო სანერგე. სანერგეში, რომელიც 11 ჰა ფართობზეა გაშენებული უცხოეთიდან (ჩინეთი, ესპანეთი, თურქეთი, იაპონია) შემოტანილი მანდარინის, ლიმონის, ფორთოხლის, პომელოსა და სხვათა ათეულობით ჯიშის ნერგებია გაადგილებული. ამჟამად, სანერგეში აკლიმატიზაციას გადის ციტრუსოვანთა სხვადასხვა სახეობა: მანდარინი, ფორთოხალი, ლიმონი, გრეიფუტი, პომელო, კინკანი და ნარინჯი. სანერგეში არსებულ 65 ჯიშის ციტრუსს შორის, რომელთა საერთო რაოდენობა 3620 ძირს შეადგენს, 26 მანდარინი ჯიშებია. ესაა სუპერ საადრეო (იურა ვასე, მიხო ვასე) საადრეო (ოკიცუ ვასე და სხვა), საშუალო საადრეო (ტაგუჩი, ოჰოცუ და მიაგა ვასეები) და საგვიანო (ნოვა, საცუმა, კლაუსი) ჯიშის მანდარინის ნერგები. გარდა ამისა, სანერგეში აკლიმატიზაციას გადის ქართველი სელექციონერების მიერ გამოყვანილი მანდარინის ჯიშები-ქართული საადრეო, მეგრელიშვილის საადრეო, შავიშვილის საადრეო, ქართული უხვმსხმოიარე კლონი რეკვავას მიჩურინელი. ფორთოხალი მიჩურინის დიდება, კოლექციური, კორალიოკი- 100, უთესლო ფორთოხალი, გლუვკანიანი ვაშინგტონ-ნაველი, ლიმონი-დიოსკურია, ქართული უთესლო-უეკლო ლიმონი და სხვა.

ამჟამად, ჩაქვის ციტრუსის სანერგეში გაადგილებულ ნერგებზე მიმდინარეობს დაკვირვება, რის საფუძველზეც იმ ჯიშებს, რომლებიც უფრო მეტად შეეგუება ჩვენს პირობებს და გამოავლენს კარგ ნიშან-თვისებებს ორგანიზაცია გაამრავლებს და თვითღირებულების ფასად მიაწვდის ფერმერებს. მსგავსი მასშტაბური ჯიშთგანახლება გასული საუკუნის 70-იანი წლების შემდეგ არ განხორციელებულა. დღეისათვის რეგიონს სამრეწველო დანიშნულების ერთადერთი მანდარინის ჯიში ფართოფოთლოვანი უნშიუ შემორჩა. ციტრუსების საადრეო ჯიშები კი რეგიონის მეციტრუსეებს საშუალებას მისცემს მოწეული ციტრუსის მოსავალი შემოდგომის ცვალებადი ამინდების დადგომამდე უდანაკარგოდ აიღონ და რეალიზაცია გაუკეთონ. ესაა ამ სანერგეს ძირითადი მიზანი და დანიშნულება.