აგროსერვის ცენტრში "განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიები" საგრანტო პროგრამა ხორციელდება. განაცხადების მიღება იწარმოებს 2023 წლის 1 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით.

სიახლეების არქივი

აგროსერვის ცენტრის საქმიანობას პრესსტურის ფარგლებში ცენტრალური მედიის წარმომადგენლები გაეცნენ

2014-05-30

30 მაისს, აგროსერვის ცენტრის ქობულეთის ფერმერთა მომსახურების სერვის ცენტრს პრესსტურის ფარგლებში 20-მდე ცენტრალური მედიის, გაეროსა და ევროკავშირის წარმომადგენლები ეწვივნენ. შეხვედრას სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების რეგიონული ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი მიშელაძეც ესწრებოდა. ვიზიტის ფარგლებში სტუმრები აგროსერვის ცენტრის ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო...

მაღალმთიან აჭარაში საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების რეაბილიტირებული შენობები გაიხსნა

2014-05-29

29 მაისს ხულოსა და შუახევში აგროსერვის ცენტრის საიფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების რეაბილიტირებული შენობები გაიხსნა. ცერემონიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე, გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე სოფო ქემხაძე, ევროკავშირის...

აგროსერვის ცენტრის კონსულტანტები ფერმერებს შეხვდნენ

2014-05-23

შუახევის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტები მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებენ. ამჟამად, ისინი სოფელ გორსა და პაპოშვილებში საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს გაეცნენ. შეხვედრაზე ფერმერებს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2014 წლის პროგრამების მიმდინარეობის პროცესი გააცნეს და რეკომენდაციები მიაწოდეს  თავიანთ ფერმერულ...

აგროსერვის ცენტრს დნეპროპეტროვსკის საოლქო საბჭოს წარმომადგენლები ესტუმრნენ

2014-05-20

აგროსერვის ცენტრის საქმიანობას დნეპროპეტროვსკის საოლქო საბჭოს წარმომადგენლები გაეცნენ. მათ ქობულეთის ფერმერთა მომსახურების სერვის ცენტრში ორგანიზაციის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური, ხილის საშრობი მინი-საწარმო და ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობა დაათვალიერეს. შეხვედრაზე ორგანიზაციის სამომავლო გეგმებსა და მიზნებზეც ისაუბრეს. აგროსერვის...

ქედაში ხელოვნური განაყოფიერების შედეგად პირველი ხბო დაიბადა

2014-05-19

ქედის მუნიციპალიტეტში მსხ. რქოსანი პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერების შედეგად პირველი ხბო დაიბადა. ქედის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტებმა ვეტ-ექიმ ვახტანგ ბერიძესთან ერთად ახლად დაბადებული ხბოს მდგომარეობა შეამოწმეს და ფერმერ მურად ირემაძეს მისი მოვლა-პატრონობის შესახებ გაუწიეს კონსულტაცია-რეკომენდაციები. მსხ. რქოსანი...

გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოში აგროსერვის ცენტრის საქმიანობას გაეცნო

2014-05-16

აგროსერვის ცენტრის ქობულეთის ფერმერთა მომსახურების სერვის ცენტრს გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოში ნილს სკოტი ეწვია. ის გაეროს განვითარების პროგრამის როგორც საქართველოს, ასევე სომხეთისა და აზეირბაიჯანის სხვადასხვა პროექტების ხელმძღვანელებთან ერთად აგროსერვის ცენტრის საქმიანობას გაეცნო. გარდა ამისა, სტუმრებმა სერვის ცენტრთან არსებული...

ახალი სკები მეფუტკრეებს თანხის დაზოგვასა და შრომის შემცირებაში ეხმარებათ

2014-05-02

ქობულეთის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის  თანამშრომლებმა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში, გასულ წელს განაწილებული ფუტკრის სკების მონიტორინგი განახორციელეს. მათ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები მეფუტკრეები მოინახულეს, რომლებმაც დადაბლანტის ტიპის ფუტკრის სკები თანადაფინანსების პრინციპით შეიძინეს. მეფუტკრეების...

ქობულეთში ფურის ხელოვნური განაყოფიერების შედეგად 8 ხბო დაიბადა

2014-05-02

ქობულეთის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებმა  ხელოვნური განაყოფიერების შედეგად მიღებული ნამატის მონიტორინგი განახორციელეს. ისინი ქობულეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში იმ ფერმერებთან იმყოფებოდნენ, სადაც აგროსერვის ცენტრის პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერების სერვისის შედეგად ხბო დაიბადა. მათ მეპატრონეებს რეკომენდაცია-კონსულტაციები...

აგროსერვის ცენტრის ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობას ახალი ნერგები შეემატა

2014-05-01

აგროსერვის ცენტრის გვარა-ხუცუბნის ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობას ხეხილის ახალი ნერგები შეემატა. სანერგეში 5 ჰა მიწის ფართობზე ბროწეულის, კივის, ხურმის, ზეთისხილის, ფეიხოას, ალუნჩის, მოცვისა და კაკლის სხვადასხვა ჯიშის ნერგები გაშენდა. სულ გვარა-ხუცუბნის სანერგე მეურნეობა 11 ჰა ფართობისაა. აქედან 3,5 ჰა ფართობზე „საგურამოს ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალების...

ქედის მუნიციპალიტეტში საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყო

2014-04-25

ქედის მუნიციპალიტეტში საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყო. პროცესში აგროსერვის ცენტრის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტებიც  ჩაერთვნენ.  ამ მიზნით ისინი სოფელ პირველ მაისში იმყოფებოდნენ. სახელმწიფო პროგრამის მიხედვით წელს აგრობარათებით შესასრულებელ სამუშაოებს შპს „მექანიზატორი“ ასრულებს. უკვე ქედაშია მათი ტრაქტორებიც, რაც მიმდინარე საგაზაფხულო...

ფერმერებს სამინისტროს პროგრამების მიმდინარეობა გააცნეს

2014-04-24

აგროსერვის ცენტრის კონსულტანტებმა სოფელ მირვეთის მოსახლეობას საქართველოსა და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროების პროგრამების მიმდინარეობა გააცნეს. სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ახალი კულტურული ჯიშების გამრავლება-პოპულარიზაციის მიზნით ფერმერებს კიევის, ხურმის, კაკლისა და მოცვის საუკეთესო ჯიშები თანადაფინანსების...

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში დეფეკაციური ტალახის შეტანა დაიწყო

2014-04-23

დეფეკაციური ტალახის განაწილება ხელვაჩურის მუნიციპალიტეტის სოფლებშიც დაიწყო. მასში აქტიურად ჩაერთვნენ აგროსერვის ცენტრის კონსულტანტებიც. დეფეკაციური ტალახი ფერმერებს თანადაფინანსებით აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში გადაეცათ. იგი საუკეთესო საშუალებაა ნიადაგის მჟავიანობის გასანეიტრალებლად, რადგან...

ქედის მუნიციპალიტეტში „თურქულის“ საწინააღმდეგო აცრები დაიწყო

2014-04-22

ქედის მუნიციპალიტეტში დაავადება თურქულის ვაქცინაცია დაიწყო. ქედის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტები თურქულის პროფილაქტიკური აცრების ჩატარების პროცესში აქტიურად ერთვებიან. ისინი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ვაქცინაციის პროცესს სოფელ ვარჯანისში დაესწრნენ. აცრებს სახელმწიფოს დაფინანსებით სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა...

შეხვედრა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარებასთან დაკავშირებით

2014-04-16

აგროსერვის ცენტრის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტები ქუთაისში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მიერ ორგანიზებულ შეხვედრას დაესწრნენ. შეხვედრაზე უკვე დარეგისტრირებული კოოოპერატივები, მათი მუშაობის სპეციფიკა და ამ მხრივ რეგიონებში არსებული პრობლემები განიხილეს. აჭარაში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებთან დაკავშირებით...

აგროსერვის ცენტრმა განთიადის ფერმას რძის საწველი აპარატი გადასცა

2014-04-15

აგროსერვის ცენტრის დირექტორმა მეცხოველეობის ფერმის მეპატრონე თემურ ჭაღალიძეს  რძის საწველი აპარატი გადასცა. აპარატი ფერმერს საჩუქრად პროექტ „ENPARD Ajara- სოფლის  მეურნეობის ხელშეწყობა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში” ფარგლებში გადაეცა.  პროექტის მიზანი რეგიონში მეცხოველეობის განვითარების ხელშეწყობაა. თემურ ჭაღალიძე ფერმაში ჰოლანდიური ჯიშის...

ფერმერებისთვის დეფეკაციური ტალახის გადაცემა გრძელდება

2014-04-14

ქობულეთის მუნიციპალიტეტში დეფეკაციური ტალახის განაწილება გრძელდება. სულ მუნიციპალიტეტში 2 000 ტონამდე ტალახია შემოტანილი. დეფეკაციური ტალახის შემოტანა რეგიონში აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვეპროგრამის ,,ფერმერთა მიერ ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლების მიზნით ქიმიური მელიორაციის გამოყენება“ ფარგლებში მიმდინარეობს. დეფეკაციური ტალახი...

ქედაში ღვინის საწარმო იხსნება

2014-04-11

ქედაში ღვინის ქარხანა გაიხსნება. ადგილი, სადაც მალე ახალი ქარხნის მშენებლობა დაიწყება აგროსერვის ცენტრის ქედის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებმა მოინახულეს. ღვინის საწარმოს მფლობელია კომპანია „კახეთის ტრადიციული მეურნეობა“, რომელმაც  ქედის ღვინის ქარხნის ძველი ტერიტორია შეისყიდა. ხელშეკრულების პირობების თანახმად ახალ ქარხანაში...

კოოპერატივ „უჩხითს“ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი მიენიჭა

2014-04-08

ქედის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის დახმარებით ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხითში  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „უჩხითი“ შეიქმნა, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასოფლო- სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტომ დაარეგისტრირა. კოოპერატივის თავმჯდომარის მანუჩარ კახიძის განცხადებით, კოოპერატივის  საქმიანობის ძირითად მიმართულებებს...

ნიადაგის აგროქიმიური კვლევები ხელვაჩაურშიც მიმდინარეობს

2014-03-31

ხელვაჩაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურმა ფერმერთა საკუთრებასა და სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების აგროქიმიური გამოკვლევები დაიწყო. ამ მიზნით, აგროსერვის ცენტრის აგროქიმიკოსი სოფ. ქვედა სამებაში ფერმერ ბიჭიკო ფუტკარაძისა და სოფელ ჩელტაში ზურაბ ბერიძის საკარმიდამო მეურნეობებში იმყოფებოდა. ნიადაგში აზოტის, კალიუმის, ფოსფორის, ჰუმუსის,  სიმკვრივისა...

აგროსერვის ცენტრის ანგარიში აჭარის უმაღლეს საბჭოში მოისმინეს

2014-03-26

აგროსერვის ცენტრმა გაწეული საქმიანობის ანგარიში და სამომავლო გეგმები აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს გააცნო. გასულ წელს ორგანიზიაციამ ქობულეთში, გვარა ხუცუბნის ტერიტორიაზე  გააშენა  ვაზისა და ხეხილის სადემონსტრაციო-საკოლექციო სანერგე მეურნეობა, სადაც 2015 წლიდან  ნერგების წარმოება და ფერმერებისთვის შეღავათიან ფასად მიწოდება დაიწყება. გარდა ამისა, გაიხსნა...

« 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 »