აგროსერვის ცენტრში "განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიები" საგრანტო პროგრამა ხორციელდება. განაცხადების მიღება იწარმოებს 2023 წლის 1 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით.

სიახლეების არქივი

კომპანია „კავკასიის გენეტიკის“ პრეზენტაცია...

2013-04-08

პრტეზენტაცია ეხებოდა კავკასიის გენეტიკის საქმიანობებს, პროდუქტებს და მომსახურებას, რომელიც საჭიროა მცირე, საშუალო და მსხვილ ფერმერებისათვის. პრეზენტაციაზე განხილული იქნა სამომავლო გეგმები, ახალი შეთავასებები და გზები საქართველოს მეცხოველეობის სექტორის განვითარებისათვის. აღნიშნული პრეზენტაციის დიდი წილი დაეთმო ხელოვნური განაყოფიერების დანერგვას. მის უპირატესობებს...

გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელობის სტუმრობა ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრში“...

2013-04-08

მიმდინარე წლის 6 აპრილს ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრს“ სტუმრობდა გაეროს განვითარების პროგამის ეკონომიკური განვითარების გუნდის უფროსი საქართველოში ბატონი გიორგი ნანობაშვილი და აჭარის პროექტის ხელმძღვანელი ლაშა კომახიძე, რომლებმაც დაათვალიერეს ჩაქვში მდებარე აგროსერვის ცენტრის საკოლექციო სადემონსტრაციო სანერგე მეურნეობა, გვარა ხუცუბნის ტერიტორიაზე მდებარე...

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის სტუმრობა ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრში“...

2013-04-08

ა(ა)იპ “აგროსერვის ცენტრში”,  აჭარის მასშტაბით 5 მუნიციპალიტეტსა და ბათუმის თვითმმართველობაში 1 აპრილიდან საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურები შეიქმნა. თითოეულ სამსახურში დარგის 4-5 სპეციალისტია დასაქმებული, სპეციალისტები შეირჩნენ კონკურსის წესით, სადაც მონაწილეობდნენ აგრონომიის, ვეტერინარიის, ზოოტექნიკის, აგროინჟინრის და ფინანსისტის დარგის სპეციალისტები....

შეხვედრები სოფლის მოსახლეობასთან გრძელდება...

2013-03-28

ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრის“ პასუხისმგებელმა მუშაკებმა და გაეროს განვითარების პროგრამით დაფინანსებულმა კონსულტანტებმა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წონიარისის მოსახლეობასთან მორიგი გასვლითი ტრენინგი გამართა. შეხვედრაზე მოსახლეობის მზარდი ინტერესი გამოიწვია საგაზაფხულო სასოფლო–სამეურნეო საკითხების მიმდინარეობამ, ფურის წველადობაზე მოქმედმა ფაქტორებმა,...

საგაზაფხულო სამუშაოები გრძელდება...

2013-03-28

ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრის“ ჩაქვის ციტრუსოვნების სადედე–საკოლექციო და სადემონსტრაციო სანერგე მეურნეობაში ციტრუსოვანთა ახალი და პერსპექტიული ჯიშების გამოსაყვანად ტრიფოლიატის საძირეების ამოღება და მათი პოლიეთილენის პარკებში გადარგვა დაიწყო. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გვარა–ხუცუბნის ტერიტორიაზე ხეხილისა და ვაზის სადედე–საკოლექციო და სადემონსტრაციო...

საინფორმაციო–საკონსულტაციო სამსახურების თანამშრომლების შეხვედრა მინისტრთან...

2013-03-28

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე სხვა პასუხისმგებელ მუშაკებთან ერთად კონკურსის წესით შერჩეულ  ქ. ბათუმისა და რეგიონების მუნიციპალიტეტებში სამუშაოდ გამწესებულ ა(ა)იპ  „აგროსერვის ცენტრის“ საინფორმაციო–საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა, მათ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მუშაობაში წარმატებები...

შეხვედრები სოფლის მოსახლეობასთან გრძელდება...

2013-03-26

ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრის“ პასუხისმგებელმა მუშაკებმა და კონსულტანტებმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიის მოსახლეობასთან მორიგი გასვლითი ტრენინგი გამართა. შეხვედრაზე მოსახლეობის მზარდი დაინტერესება გამოიწვია საგაზაფხულო სასოფლო–სამეურნეო საკითხების მიმდინარეობამ, ამ სამუშაოთა აგროწესებითა და აგროვადებში ჩატარებისათვის სახელმწიფოს მიერ...

საინფორმაციო–საკონსულტაციო სამსახურებში გამოცხადებული კონკურსი დასრულდა...

2013-03-22

ა(ა)იპ “აგროსერვის ცენტრის“ საინფორმაციო–საკონსულტაციო სამსახურებში გამოცხადებული კონკურსი დასრულდა. შემოსული განაცხადებების მიხედვით კონკურსში მონაწილეობის სურვილი 183–მა პრეტენდენტმა გამოთქვა საიდანაც საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით მონაწილეობა 134 – მა მიიღო. საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 25 მარტს.

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხელოვნური განაყოფირერების პროგრამა...

2013-03-20

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალშენში ილია გობაძის ოჯახში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხელოვნური განაყოფირერების პროგრამის ფარგლებში ჰოლანდიური „შავჭრელისა“ და „შვიცის“ ჯიშების შეჯვარებით მივიღეთ განსხვავებული გარეგნული ნიშანთვისებების ლამაზი დეკეული, რომელიც 45 კგ. წონის დაიბადა.

საინფორმაციო–საკონსულტაციო სამსახურებში გამოცხადებული კონკურსის მეორე ეტაპი...

2013-03-19

მიმდინარე წლის 19 მარტს ა(ა)იპ “აგროსერვის ცენტრის“ საინფორმაციო–საკონსულტაციო სამსახურებში გამოცხადებულ კონკურსთან დაკავშირებით ჩატარდა კონკურსის მეორე ეტაპი, სადაც მონაწილეობას ღებულობდა 43 პრედენდენტი,  გამოცდა მიმდინარეობდა კომპიუტერულ პროგრამების ცოდნასთან დაკავშირებით (microsoft word, exsel, internet, e-mail), შედეგების მიხედვით მესამე ეტაპზე გადა­სასვლელი ქულები  39-მა...

ფერმერთა სწავლება–კონსულტირების პროგრამა გრძელდება...

2013-03-14

შუახევის მუნიციპალიტეტის ჭვანას თემში გაიმართა მორიგი შეხვედრა ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრისა“ და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე ფერმერთა სწავლება–კონსულტირების განხრით. წარმოდგენილი თემები: 1) მეცხ. დაავადებების თავიდან აცილების მიზნით ჩასატარებელი პროფილაქტიკური ღონისძიებები; 2) პირუტყვის კვება (ნორმალური კვების მნიშვნელობა და...

ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრის საკონსულტაციო–საინფორმაციო სამსახურებში კონკურსის შესარჩევი ეტაპი დასრულდა...

2013-03-12

ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრი“–ს მიერ გამოცხადებულ საკონსულტაციო–საინფორმაციო სამსახურებში დასაქმების მსურველთა კონკურსში განცხადებების მიღება მიმდინარე წლის 11 მარტს დასრულდა. შემოსული დოკუმენტაციების მიხედვით  კონკურსში მონაწილეობაზე სურვილი 188 კონკურსანტმა გამოთქვა, აქედან საკონკურსო კომისიამ საკვალიფიკაციო მონაცემების მიხედვით 134 კონკურსანტი შეარჩია....

ფერმერთა სწავლება–კონსულტირების პროგრამა გრძელდება...

2013-03-12

ქედის მუნიციპალიტეტის მახუნცეთის თემში გაიმართა მორიგი შეხვედრა ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრისა“ და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე ფერმერთა სწავლება–კონსულტირების განხრით. წარმოდგენილი თემები: 1) ფურის სარძეო პროდუქტიულობაზე მოქმედი ფაქტორები;                                                                       

კონკურსში გამარჯვებულმა სპეციალისტებმა გადამზადების კურსები გაიარეს...

2013-03-11

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერების კონკურსში გამარჯვებულმა 17–მა სპეციალისტმა კახეთში, სოფ. ტიბაანში  მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხელოვნური განაყოფირების სპეციალისტთა გადამზადების ცენტრში 5 დღიანი ტრენინგი გაიარეს. გადამზადებული სპეციალისტები დასაქმდებიან ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრი“–ს ფურის ხელოვნური განაყოფიერების სადგურებში...

ფურის ხელოვნური განაყოფიერების პროგრამით კიდევ ორი ხბო შეგვემატა...

2013-03-11

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრეშუმში ამირან ხუნდაძის ოჯახში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხელოვნური განაყოფირების პროგრამის ფარგლებში 35 კგ და 37 კგ–იანი დეკეული და მოზვერი დაიბადა.  

ფერმერთა სწავლება–კონსულტირების პროგრამა გრძელდება...

2013-03-07

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაბა მახინჯაურში გაიმართა მორიგი შეხვედრა ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრისა“ და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე ფერმერთა სწავლება–კონსულტირების განხრით. წარმოდგენილი თემები: 1. საქართველოში მეცხოველეობის არსებული მდგომარეობა და განვითარების ტენდენციები; 2. ცხოველთა ინვაზური დავადებები (ფასციოლოზი, დიქთიოკაულოზი)...

ფერმერთა სწავლება–კონსულტირების პროგრამა გრძელდება...

2013-03-05

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ქაქუთის თემში გაიმართა მორიგი შეხვედრა ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრისა“ და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე ფერმერთა სწავლება–კონსულტირების განხრით. წარმოდგენილი თემები: 1. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერებისათვის საჭირო ტექნიკა და ტექნიკური საშუალებანი;

კონკურსის შედეგად შერჩეული პირები სასწავლო–სატრენინგო კურსის გასავლელად გაემგზავრნენ...

2013-03-01

ა(ა)იპ ,,აგროსერვის ცენტრის’’ მსხვიფეხა რქოსანი პირუტყვის ხელოვნური  განაყოფიერების სასწავლო კურსის (ტრეინინგი) მონაწილეთა შერჩევის  გავლის შემდეგ შერჩეული კანდიდატები ერთკვირიანი სასწავლო პროგრამით კახეთში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში ხელოვნური განაყოფიერების სპეციალისტების მოსამზადებელ ცენტრში გაემგზავრნენ.

ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრის საკონსულტაციო–საინფორმაციო სამსახურებში კონკურსი გამოცხადდა...

2013-02-28

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის –,,აგროსერვის ცენტრის’’ საკონსულტაციო–საინფორმაციო სამსახურებში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად...

ხეხილოვნებისა და ვაზის სანერგე მეურნეობის ქვეშ ნიადაგის ძირითადი დამუშავება (პლანტაჟი)...

2013-02-15

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გვარა–ხუცუბნის ტერიტორიაზე ხეხილოვნებისა და ვაზის სადედე, სადემონსტრაციო–საკოლექციო სანერგე მეურნეობის მოსაწყობად ქობულეთი–ოზურგეთის ცენტრალური გზის მარჯვენა მხარეს 3,7 ჰა ფართობზე ჩატარდა ნიადაგის მოხვნა 45-60 სმ სიღრმეზე. დაპლანტაჟებული ტერიტორია გაიწმინდა ჩაისა და სხვა მცენარეების ფესვებისა და ნარჩენებისაგან. ტერიტორია...

« 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 »