1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

შეხვედრა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარებასთან დაკავშირებით

აგროსერვის ცენტრის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტები ქუთაისში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მიერ ორგანიზებულ შეხვედრას დაესწრნენ. შეხვედრაზე უკვე დარეგისტრირებული კოოოპერატივები, მათი მუშაობის სპეციფიკა და ამ მხრივ რეგიონებში არსებული პრობლემები განიხილეს. აჭარაში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებთან დაკავშირებით აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ავთანდილ მესხიძემ ისაუბრა. ამ ეტაპზე, აჭარაში სამინისტროს პროგრამის ფარგლებში 5 კოოპერატივი შეიქმნა, რომელთა ძირითადი მიმართულება მეციტრუსეობა, მეხილეობა და მეფრინველეობაა. გარდა სახელმწიფო პროგრამის ფაგლებში შექმნილი კოოპერატივებისა, აჭარაში კიდევ ერთი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი დარეგისტრირდა. კოოპერატივი „უჩხითი“ ქედის მუნიციპალიტეტში აგროსერვის ცენტრის ქედის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის დახმარებით შეიქმნა.

შეხვედრას პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დასავლეთ საქართველოს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების თანამშრომლები ესწრებოდნენ.