1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

კოოპერატივ „უჩხითს“ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი მიენიჭა

ქედის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის დახმარებით ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხითში  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „უჩხითი“ შეიქმნა, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასოფლო- სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტომ დაარეგისტრირა. კოოპერატივის თავმჯდომარის მანუჩარ კახიძის განცხადებით, კოოპერატივის  საქმიანობის ძირითად მიმართულებებს მეფრინველეობა, მეფუტკრეობა,  თხილის, ხურმისა და კაკლის მეურნეობის გაშენება წარმოადგენს.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი  საგადასახადო შეღავათებით სარგებლობს. კოოპერატივის ქონება, რომელიც  სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის გამოიყენება, ქონების გადასახადით არ იბეგრება; მოგების გადასახადით არ იბეგრება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით მიღებული შემოსავალი და გრანტი. სასოფლო სამეურნეო კოოპერატივისთვის არ არის დაწესებული მოგების გადასახადის ზღვარი წლიური ბრუნვის მიხედვით, რომელიც, მაგალითად, შპს-ს შემთხვევაში, 200 000 ლარს შეადგენს.