1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

აგროსერვის ცენტრში ვაზის ნერგების მყნობის პროცესი მიმდინარეობს

 

 

აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრი

„ ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის სანერგე და საჩითილე მეურნეობებში ნერგისა და ჩითილის წარმოება “ ქვეპროგრამის ფარგლებში, გვარა-ხუცუბნის ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობაში ვაზის მყნობის პროცესი დაიწყო.

სანერგე მეურნეობაში მიმდინარე ვაზის მყნობის პროცესს აგროსერვის ცენტრის დირექტორი რაულ თავართქილაძე და დირექტორის მოადგილე იოსებ აბულაძე ადგილზე გაეცნენ.

მიმდინარე წელს გვარა-ხუცუბნის ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობაში მოხდება 15000 ცალამდე სხვადასვხა ჯიშის ვაზის ნერგის წარმოება.

ფერმერებსა და აგრომეწარმეებს მაისის თვიდან შესაძლებლობა ექნებათ გვარა - ხუცუბნის სანერგე მეურნეობაში შეიძინონ, როგორც საღვინე, ასევე სასუფრე ჯიშის ვაზის ნერგები.