1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

"მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობა" ქვეპროგრამაში ჩართული 147 მეფუტკრე ფერმერი ჯამში 1160 სკას მიიღებს

აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრი

„მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობა“ - ქვეპროგრამა.

ქვეპროგრამის ფარგლებში აგროსერვის ცენტრში სკების გაცემის პროცესი დაიწყო, რომლესაც აგროსერვის ცენტრის დირექტორი რაულ თავართქილაძე ადგილზე გაეცნო.

„მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობა“ ქვეპროგრამის ფარგლებში გამოვლინდა 147 გამარჯვებული მეფუტკრე ფერმერი, რომლებსაც გადაეცემათ წიწვოვანი ხის მასალისგან დამზადებული დადან-ბლატის ტიპის 10 ჩარჩოიანი სკები კომპლექტით.

თვითმმართველი ქ. ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში,  “მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობა“ ქვეპროგრამაში ჩართულ მეფუტკრე ფერმერებს აგროსერვის ცენტრის 70 % - ანი თანადაფინანსებით ჯამში გადაეცემათ 1160 ცალი დადან-ბლატის ტიპის 10 ჩარჩოიანი სკა.

ქვეპროგრამის მიზანია რეგიონში მეფუტკრეობის დარგის განვითარება და მეფუტკრე ფერმერების თანამედროვე ტიპის სკებით უზრუნველყოფა.