1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

"განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიები" - საგრანტო პროგრამის ფარგლებში გამოვლინდა 275 გამარჯვებული ბენეფიციარი

აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრი

„განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიები“- საგრანტო პროგრმა

ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლები „განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიები“ საგრანტო პროგრამის გამარჯვებულ ბენეფიციარებს შეხვდნენ.

საგრანტო პროგრამის ფარგლებში გამოვლინდა 275 გამარჯვებული ბენეფიციარი, რომელთაც გადაეცემათ და დაუმონტაჟდებათ მზის ელექტრო ფოტოვოლტური და მზის წყლის გამაცხელებლის სისტემები.

მაჭახელას დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაში შემავალ სოფლებში პროგრამა ხორციელდება იაპონიის მთავრობის დაფინანსებით და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით ,,განახლებადი ენერგია ტყის მდგრადი მართვისა და თემების მედეგობის გაძლიერებისთვის’’ პროექტის ფარგლებში.

მზის ელექტრო ფოტოვოლტური სისტემისა და მზის წყლის გამაცხელებლის მთლიანი ღირებულების 90% - ის დაფინანსება უზრუნველყო საგრანტო პროგრამამ.

პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარის თანამონაწილეობამ შეადგენა განაცხადის მთლიანი ღირებულების 10 %