1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

აჭარაში ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდა

აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრი

ციტრუსის სეზონის შეუფერხებლად განხორციელების და ციტრუსის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, ამოქმედდა ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი, რომელიც აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ზაზა შავაძესთან ერთად გახსნა.

ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი აჭარის მთავრობის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით ამოქმედდა, რომელიც მიზნად ისახავს ციტრუსის ლოჯისტიკისა და რეალიზაციის ხელშეწყობას, ასევე ციტრუსის სუბსიდირების უზრუნველყოფას.

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, სამრეწველო გადამუშავების (არასტანდარტულ) მანდარინზე გასულ წელთან შედარებით 10 თეთრით გაიზარდა და 1 კგ სამრეწველო მანდარინზე იქნება 25 თეთრიანი სახელმწიფო სუბსიდია.

მიმდინარე წელს საექსპორტო მანდარინს 20-ზე მეტი ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო მიიღებს, ხოლო არასტანდარტულ ნაყოფს, ქობულეთის საკონსერვო ქარხანა შეუზღუდავი რაოდენობით გადაამუშავებს.

შტაბის გახსნის შემდეგ, აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის მინისტრთან, მინისტრის მოადგილეებთან, აგროსერვის ცენტრის დირექტორთან და მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად, ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ჩაქვის ციტრუსოვანთა სანერგე მეურნეობაში, საადრეო მანდარინის კრეფის პროცესში მიიღო მონაწილეობა.