1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

აჭარაში "ნიადაგის უსასყიდლოდ დამუშავება" - ქვეპროგრამა წარმატებით განხორციელდა

ფერმერთა ხელშეწყობის მიზნით, აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობების უსასყიდლოდ დამუშავება წარმატებით განხორციელდა. მიმდინარე წელს “აგროსერვისის განვითარება რეგიონში” პროგრამის ფარგლებში, აჭარის მუნიციპალიტეტებში ჯამში დაიხნა 1902,7 ჰა. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

ქობულეთის მუნიციპალიტეტი - 1170 ჰა. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი - 244 ჰა. ქედის მუნიციპალიტეტი - 174, 6 ჰა. შუახევის მუნიციპალიტეტი - 129, 4 ჰა. ხულოს მუნიციპალიტეტი - 184, 7 ჰა. დაიდისკა 1290 ჰა. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. დაიფარცხა 1290 ჰა. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.