1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

აგროსერვის ცენტრსა და ქ. მინსკის მებოსტნეობის ინსტიტუტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორდა.

 აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სულხან მოწყობილი და აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე ოფიციალური ვიზიტით ბელარუსიის რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ.

 ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ქ.მინსკში მეხილეობისა და მებოსტნეობის სახელმწიფო ინსტიტუტის წარმომადგენლებთან.

 სტუდენტების და სპეციალისტების გადამზადების, გამოცდილების გაზიარების მიზნით,აგროსერვის ცენტრსა და ქ.მინსკის მებოსტნეობის ინსტიტუტს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორდა.

 ვიზიტისას ასევე დაათვალიერს ინვიტრო ლაბორატორია, კერძო სანერგე მეურნეობები, „იაგოდნიკა“-ს მიერ ორგანიზებული სარგავი მასალების გამოფენა,გაეცვნენ ნერგის წარმოების ახალტექნოლოგიებს და მოინახულეს კენკროვანი კულტურების წარმოება სასათბურე პირობებში.