მანდარინის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი აჭარის რეგიონში

დღეს, ქალაქ ბათუმში კვლევის შედეგების პრეზენტაცია და საჯარო დისკუსია გაიმართა თემაზე: “მანდარინის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი აჭარის რეგიონში“. 
პრეზენტაციას ესწრებოდნენ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ავთანდილ მესხიძე, ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე, სამინისტროს თანამშრომლები, ფერმერები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები და სოფლის მეურნეობათა მეცნიერების ექსპერტები. 
კვლევის მიზანია მანდარინის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი და ევროკავშირის ბაზარზე ამ პროდუქტის საექსპორტო პოტენციალის კვლევა. ამ მიზნის მისაღწევად კვლევის ფარგლებში სხვა სამუშაოებთან ერთად ჩატარდა ინდივიდუალური ინტერვიუები და ფოკუს ჯგუფები. ღონისძიების ფარგლებში მოხდა შემუშავებული რეკომენდაციების განხილვა. კვლევამ აჩვენა, რომ მანდარინი არის მაღალი მოგების მარჟის მქონე ხილი. 
კვლევა ჩატარდა ევროკავშირის პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად” ფარგლებში და განხორციელდა „PMC კვლევითი ცენტრის“ მიერ, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ერთად, ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“-თან თანამშრომლობით.