1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრში ვაზის მყნობის სამუშაოები დაიწყო.

აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრმა ჩაქვისა და გვარა-ხუცუბნის სანერგე მეურნეობების განვითარების ქვეპროგრამის ფარგლებში, ხეხილოვნებისა და ვაზის სადედე,საკოლექციო-სადემონსტრაციო სანერგეში ვაზის მყნობის სამუშაოები დაიწყო.2018 წელს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრს დაგეგმილი აქვს 30000-ზე მეტი სხვადასხვა ჯიშის (საღვინე-სასუფრე) ვაზის ნერგის წარმოება.ნერგების შეძენა შესაძლებელი იქნება მიმდინარე წლის მაისის თვიდან.