1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრმა ქ.,მარდინში სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიებისა და მეცხოველეობის გამოფენაში მიიღო მონაწილეობა

ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ედუარდ ფუტკარაძე, მარგეტინგის საკითხების სპეციალისტი, გიორგი სირაბიძე და მეციტრუსე აგრონომი, ლევან კეკელიძე, თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ მარდინში სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიებისა და მეცხოველეობის გამოფენა-გაყიდვას დაესწრნენ.

ღონისძიების ფარგლებში აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრმა წარმოდგინა სანერგე მეურნეობის ნაწარმი და მოხდა ქობულეთის ღვინის სახლში დაწურული ღვინის დეგუსტაცია. გამოფენაში მონაწილეობდნენ, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური კომპანიების წარმომადგენლები.

გამოფენა-ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდა.