1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ევროპის დღე 2017 ა(ა) იპ აგროსერვის ცენტრმა მიიღო მონაწილეობა

დღეს, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში 18 ევროკავშირის წევრი ქვეყნის საელჩოებსა და სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, თბილისში, რიყის პარკში ევროპის დღე 2017 გაიმართა.  ღონისძიების ფარგლებში აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრმა  ENPARD- ის  პროგრამის  ფარგლებში წარმოდგინა სანერგე მეურნეობის ნაწარმი და მოხდა ქობულეთის ღვინის სახლში დაწურული ღვინის დეგუსტაცია.

ღონისძიება საქართველოს პრეზიდენტა  გიორგი მარგველაშვილმა და  საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა გახსნეს.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ჩვენი თანამემამულეები საუკუნეების განმავლობაში თავიანთი სიცოცხლით იცავდნენ ევროპულ არჩევანს. “როდესაც ჩვენ გავხდით დამოუკიდებლები კიდევ ერთხელ, ჩვენ ეს არჩევანი ძალიან ნათლად განვსაზღვრეთ და ვთქვით, რომ საქართველო არის ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეზე ორიენტირებული ქვეყანა. ამ პოლიტიკურ არჩევანს ალტერნატივა არ აქვს იმიტომ, რომ ეს არის პოლიტიკური არჩევანი, რომელსაც ქართული საზოგადოება აძლევს იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც მართავენ ქვეყანას. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი ქვეყანა, ყველაზე თამამ ნაბიჯებს დგამს როგორც ევროპული, ასევე ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, გვაქვს თავისუფალი ვაჭრობა, მივიღეთ ვიზალიბერალიზაცია, ვართ ნატოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და ნატოს არაწევრი ქვეყნებიდან ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული ქვეყანა”, - განაცხადა პრეზიდენტმა.