1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

აგროსერვის ცენტრში ჟოლოს სათბური ამოქმედდა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრში ჟოლოს 500მ2 სადემონსტრაციო სათბური ამოქმედდა. სათბურში 3 სხვადახვა ჯიშის ჟოლო ქოთნებსა და გროუბეგებშია დარგული. სათბური ახალი ჯიშების შესათავაზებლად და საჩვენებლადაა განთავსებული. ჟოლოს სადემონსტრაციო სათბურში განთავსებული ჯიშები სევა, პოლიანა და კაროლინა, საშუალოდ 3-5კგ-მდე ნაყოფს იძლევა. ეს ჯიშები უხვმსხმოიარობით გამოირჩევა.
აგროსერვის ცენტრში ჩატარებულმა ბაზრის კვლევამ აჩვენა, რომ ჟოლო რეგიონში ერთ ერთ ყველაზე მოთხოვნად პროდუქტად ითვლება. სამწუხაროდ, ის რეგიონში მცირე რაოდენობით იწარმოება. აგროსერვის ცენტრის მიზანი კი ფერმერებისთვის ჟოლოს სარგებლის ჩვენება და მისი ფერმერულ მეურნეობებში წარმოების დანერგვის ხელშეწყობაა.