1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

აგროსერვის ცენტრში ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა

დღეს, აგროსერვის ცენტრის სანერგე მეურნეობაში ბათუმის მეთხუტმეტე სკოლის მოსწავლეებს ინტეგრირებული გაკვეთილი ჩაუტარდათ. ბიოლოგიისა და ფიზიკის მასწავლებლებმა მერვე კლასის მოსწავლეებს ხელოვნური ბიოკლიმატისა და სათბურის შესახებ ესაუბრნენ. აგროსერვის ცენტრის სპეციალისტებმა სტუმრებს მარწყვის სათბური და ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობა დაათვალიერებინეს.

აგროსერვის ცენტრი სკოლებს სთავაზობს ორგანიზაციის სანერგე მეურნეობები და სათბურები ღია გაკვეთილების ჩასატარებლად გამოიყენონ. ამით მასწავლებლებს საშუალება ეძლევათ ბავშვებს პრაქტიკულად აჩვენონ და აუხსნან ის რასაც წიგნებით ასწავლიან.