1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

სანერგე მეურნეობის მონახულება

ხელვაჩაურის საინფორმაციო - საკონსულტაციო განყოფილების სპეციალისტებმა  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სანერგე მეურნეობა მოინახულეს.  11 ჰექტარი სასოფლო სამეურნეო სავარგულიდან 2 ჰექტარი სოფელ შარაბიძეებში მდებარეობს, ხოლო 9 კი თხილნარის აგარაში.   სანერგეში გარდა ციტრუსისა და ხეხილოვანი კულტურების ნერგებისა, ასევე  გამოჰყავთ  დეკორატიული მცენარეები როგორებიცაა: კოლხური ბზა, აზალია, ოსმანთუსი,  ნეკერჩხალი  და სხვა.  ნერგები გამოჰყავთ  კალმების დაფესვიანებითა და  მყნობით. სანერგეში 35 ათასი ძირი დეკორატიული ნერგის გამოყვანაა გათვალისწინებული, ხოლო აგარის სანერგეში უკვე 5000 ძირზე ფიჭვის 2-4 წლამდე ასაკის ნერგებია გამოყვანილი. სანერგეს გააჩნია შესაბამისი რესურსი და სანერგე მასალა  რათა მიიღოს დაკვეთა ნერგის გამოყვანაზე, როგორც ინდივიდუალური პირებისაგან, ასევე წარმოება-დაწესებულებებისაგან.