1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

აგროსერვის ცენტრი ფერმერებს ახალ სერვის სთავაზობს

აგროსერვის ცენტრის გვარას ფერმერთა მომსახურების ცენტრში ხილის შოკური გაყინვის სერვისი ამოქმედდა. პირველად ამით კომპანია Vanrik–მა ისარგებლა. მან აგროსერვის ცენტრის სწრაფგამყინ მაცივარდანადგარში 6 ტონამდე მოცვის საექსპორტო პარტია გაყინა.

დაბალ და ზედაბალ ტემპერატურაზე სწრაფად გაყინვის ტექნოლოგია თანამედროვე აგრომრეწველობაში და არა მარტო იქ – საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული. ჩვეულებრივი გაყინვისგან განსხვავებით, სწრაფგამყინავ დანადგარებში სამაცივრო–ტექნოლოგიური პროცესი ისე სწრაფად მიმდინარეობს, რომ გასაყინ პროდუქტებში ყინული მსხვილი კრისტალების წარმოქმნას ვერ ასწრებს. ამ მეთოდით დამუშავებული სასოფლო–სამეურნეო პროდუქცია გალღობისას ყოველგვარი დანაკარგებისა, ხარისხის დაქვეითებისა, თუ სხვა არასასურველი მომენტების გარეშე იბრუნებს პირვანდელ სახეს.

შპს „ Vanrik”-ის ხელმძღვანელი ირაკლი ფარცხვანია კმაყოფილებას გამოთქვამს იმით, რომ ამგვარი მინი–საწარმო ამოქმედდა და პრაქტიკულად ფერმერებს კენკროვნების თუ სხვა ეგზოტიკური ხილის თანამედროვე, ევროპული სტანდარტებით თერმული დამუშავების საშუალება მიეცათ. აგროსერვის ცეტრის მინი საწარმო მზადაა ფერმერებს მოემსახუროს.