1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამების პრეზენტაცია ქობულეთში

აგროსერვის ცენტრის ქობულეთის ფერმერთა საინფორმაციო სერვის ცენტრში სოფლის მეურნეობის  სამინისტროს 2014 წლის პროგრამების პრეზენტაცია გაიმართა. ორგანიზაციის  კონსულტანტებმა პროგრამები ფერმერებსა და გამგებლებს გააცნეს.

სულ წარმოდგენილი იყო 2 პროგრამა და 6 ქვეპროგრამა. აქედან ერთი   მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროგრამა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეკუთვნის. პროგრამა გასული წლის შედეგების გათვალისწინებით  800 000 ფერმერზეა გათვალისწინებული და მისი ბიუჯეტი 90 მილიონ ლარს შეადგენს. პროგრამის ფარგლებში ფერმერები შეძლებენ მიიღონ აგრო-ბარათები აგროტექნიკური ღონისძიებების (ხვნა) ჩატარებისა და საწარმოო საშუალებების (სასუქი, ან სათესლე მასალა, ან მცენარეთა დაცვის საშუალებები)  შესაძენად.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2014 წლის  პროგრამა „ფერმერული მეურნეობების განვითარების ხელშეწყობა“  6 ქვეპროგრამად იყოფა და მისი საერთო ბიუჯეტი 3 030 000 მილიონ ლარს შეადგენს. ქვეპროგრამების ფარგლებში ფერმერები თანადაფინანსების პრინციპით (30 % ფერმერი, 70 სახელმწიფო) შეიძენენ მრავალფუნქციურ მოტობლოკებს, სასათბურე კონსტრუქციებსა და მრავალწლოვან ხეხილოვან კულტურებს (მოცვი, კაკალი, ხურმა, აქტინიდა (კივი), 40 %-იანი თანადაფინანსებით კი (40 % ფერმერი, 60 სახელმწიფო) ფუტკრის თანამედროვე ტიპის სკებსა და თაფლის საწურ მოწყობილობებს, ასევე დეფეკაციურ ტალახს, რომელიც მჟავე ნიადაგების გასანეიტრალებლად გამოიყენება. გარდა ამისა, იგეგმება 5 საპილოტე ფერმერული გაერთიანების ჩამოყალიბებაც.    

აგროსერვის ცენტრის კონსულტანტები სოფლის მეურნეობის პროგრამების პრეზენტაციებს აჭარის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტსა და თემში გამართავენ.