1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

„აგროსერვის ცენტრი“-ს სპეციალისტები პირუტყვის მოვლა-შენახვის პირობებს ეცნობიან

ხელვაჩაურის რაიონის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტები მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოვლა-შენახვის პირობებს გაეცნენ. როგორც გაირკვა მოსახლეობის უმეტესი ნაწილი პირუტყვს  ბაგურ კვებაზე ინახავს, რაც საძოვრებისა და სათიბების სიმცირითაა გამოწვეული და პირუტყვის შენახვის ხარჯებს ზრდის. გარდა ამისა არ მიმდინარეობს პირუტყვის ჯიშობრივი განახლება, რადგან პირუტყვის განაყოფიერება ადგილობრივი, შერეული  ჯიშის ბუღების მეშვეობით მიმდინარეობს. რის გამოც ძროხების პროდუქტიულობა დაბალია და რძის დღიური წველადობა საშუალოდ 5- 7 ლიტრ რძეს არ აღემატება. დიდია ბერწიანობა და ხშირია პირუტყვის პიროპლაზმოზითა და სხვა ინფექციური დაავადებების შემთხვევებიც.

მოსახლეობასთან შეხვედრისას საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტებმა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მეპატრონეებს რეკომენდაციები გაუწიეს პირუტყვის ყოველდღიური კვების რაციონის შედგენასა და ულუფაში მაღალკალორიული კვებითი ღირებულების კომპონენტების გამოყენების,  ჯიშობრივი განახლებისა და პროდუქტიულობის გაზრდისათვის პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერების მეთოდის გამოიყენების შესახებ. ინფექციური დაავადებების თავიდან აცილების მიზნით პროფილაქტიკური სპეციალისტებმა ფერმერებს აცრების დროულად ჩატარებისკენ მოუწოდეს.