1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

„აგროსერვის ცენტრი“-ს კონსულტანტები შაუხეველ ფერმერებს შეხვდნენ

„აგროსერვის ცენტრი“-ს კონსულტანტები, რომლებიც ორგანიზაციაში UNDP - ის პროექტის ფარგლებში მუშაობენ ოლადაურის თემში მცხოვრებ ფერმერებს შეხვდნენ. მათ ფერმერებთან სოფლის მეურნეობის განვითარების გზები, დარგში არსებული სიახლეები და პრობლემები განიხილეს.  განსაკუთრებული ყურადღება სოფლად არსებული ძველი ენდემური ჯიშების შენარჩუნებასა და მისი ახალი პერსპექტიული ჯიშებით განახლებაზე გამახვილდა. მათ შორის სპეციალისტებმა თამბაქოს კულტურის აღდგენაზეც ისაუბრეს. შეხვედრისას ფერმერებმა ცხოველთა სასაკლაოს ხელმისაწვდომ ადგილზე მოწყობისა და შუახევის მუნიციპალიტეტში ხეხილის გადამამუშავებელი საწარმოების შექმნის აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება.