1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ხულოს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური ხიხაძირის მოსახლეობას შეხვდა

ხულოს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები ხიხაძირის თემის მაცხოვრებლებს შეხვდნენ.  კონსულტანტებმა ფერმერებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ რაიონში მიმდინარე და დაგეგმილ პროგრამებზე ესაუბრნენ. კონსულტაციები გაუწიეს მოტობლოკების მიღების პრინციპზე. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ხულოს მუნიციპალიტეტში 48 ერთეული მოტობლოკია  შეტანილი. ის მოსახლეობამ თანადაფინანსების პრინციპით (30% -ფერმერი და 70 %- სამინისტრო) შეიძინა. თუმცა, გაზრდილი მოთხოვნის გამო მათი შეტანა რაიონში ისევ იგეგმება.

შეხვედრაზე მთავარ თემას ხულოს რაიონში სასაკლაოების აშენებისა და საქონლის ხელოვნური განაყოფიერების ცენტრის ამოქმედების საკითხიც წარმოადგენდა. ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრი“  მუნიციპალიტეტებში საქონლის ხელოვნური განაყოფიერების ცენტრების ამოქმედებას უახლოეს მომავალში გეგმავს.

შეხვედრაზე ფერმერებს ცოცხალი ძალის გამწევი გუთანი და სახნისები დაურიგდათ. რაიონში 120 ერთეული ცოცხალი ძალის გამწევი გუთანისა და 360 წყვილი სახნისის განაწილება მაისის შუა რიცხვებიდან დაიწყო. მას ფერმერები თანადაფინანსების პრინციპით (30 %  მოსახლეობა, 70% სამინისტრო) ყიდულობენ.