„აგროსერვის ცენტრის“ კონსულტანტები აჭარის მუნიციპალიტეტების გამგებლებს შეხვდნენ
„აგროსერვის ცენტრის“ კონსულტანტები, რომლებიც ორგანიზაციაში UNDP-ის პროექტის ფარგლებში მუშაობენ აჭარის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გამგებლებს შეხვდნენ. მათ რწმუნებულებს „აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობი“-ს პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების გეგმა გააცნეს.
არატრადიციული კულტურები, პერესპექტიული ჯიშების სამეურნეო დახასიათება, მათი განვითარების პერპექტივები, ცხოველთა ჰიგიენა -ეს იმ საკითხთა არასრული ჩამონათვალია, რომლის შესახებაც სპეციალისტები ფერმერებს 6 თვის განმავლობაში გაუწევენ კონსულტაციებს. მუნიციპალიტეტის გამგებლებმა კი კონსულტანტების ფერმერებთან შეხვედრების ორგანიზება უნდა უზრუნველყონ.
UNDP-ის პროექტის ფარგლებში დასაქმებული სპეციალისტები ფერმერებთან შეხვედრებს შემდეგი კვირიდან დაიწყებენ.