აგროსერვის ცენტრში ვაზის ნერგების რეალიზაცია დაიწყო

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის გვარა-ხუცუბნის ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობაში ვაზის ნერგების რეალიზაცია დაიწყო.ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის სანერგე მეურნეობაში გამოყვანილია ვაზის ექვსი ჯიში, მათ შორის ოთხი საღვინე - ცოლიკაური, ოჯალეში, ჩხავერი და ციცქა, ხოლო ორი სასუფრე - იტალია და პრიმა. საერთო ჯამში წარმოებულია 13 000-მდე ნერგი.ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ, შეიძინონ მაღალხარისხიანი ვაზის ნერგები თვითღირებულების ფასად.პროგრამის მიზანია აჭარის რეგიონში მევენახეობის განვითარების ხელშეწყობა, ადგილობრივი ვაზის უნიკალური ჯიშების პოპულარიზაცია და ფერმერებისთვის ხარისხიან სანერგე მასალაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.