1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

“მწვანე საგრანტო პროგრამა” “Green Grant Program”

აგროსერვის ცენტრში „მწვანე საგრანტო პროგრამა“ ხორციელდება. „მწვანე საგრანტო პროგრამის  პრეზენტაციის მიზნით აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორი რაულ თავართქილაძე და დირექტორის მოადგილე იოსებ აბულაძე ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში,  მერიის ხელმძვანელ პირებს და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს შეხვდნენ.  “მწვანე საგრანტო პროგრამა” ხორციელდება ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით „სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის“ (ENPARD) ფარგლებში.  პროგრამა ხორციელდება  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში.  გრანტის მოცულობა შეადგენს მზის ფოტოვოლტური სისტემის მთლიანი ღირებულების 90%-ს, მაგრამ არაუმეტეს 8 000 ლარს, ხოლო ბენეფიციარის თანამონაწილეობა შეადგენს, მზის ფოტოვოლტური სისტემის საერთო ღირებულების არანაკლებ 10%-ს.  განაცხადი და თანმდევი დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ ელექტრონულად აჭარის ავტონომიური    რესპუბლიკის სოფლისმეურნეობისსამინისტროს ვებგვერდის მეშვეობით. www.moap.gov.ge

განაცხადის მიღება იწარმოებს 27 ივნისიდან 11 ივლისის ჩათვლითაჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდის მეშვეობით. www.moap.gov.ge დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებ გვერდზე    www.agrosc.ge

ცხელი ხაზი  0422 276465

The director of Agroservice Centre Raul Tavartkiladze and Deputy director Ioseb Abuladze met with Keda and Khulo municipality mayors and administration representatives to present a “Green Grant Program”.

The program is implemented with the support of European Union (EU) and United Nations Development Programme (UNDP) within the European Neighbourhood Programme for Agriculture and Rural Development (ENPARD).

The grant is co-financing 90% of the cost of a photovoltaic system in Keda and Khulo municipalities.