1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

2021 წლის "სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა" საგრანტო პროგრამის გამარჯვებული ბენეფიციარები დაჯილდოვდნენ

🇬🇪 აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრი.
✅ აჭარის ა.რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა) იპ აგროსერვის ცენტრი „სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა“ საგრანტო პროგრამას ახორციელებს.
✅ ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ ძენწმანში 2021 წლის საგრანტო პროგრამის გამარჯვებული ბენეფიციარების დაჯილდოვება, ასევე
2020 წლის “სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა” საგრანტო პროგრამის გამარჯვებული ბენეფიციარების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა გაიმართა.
✅ ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის ა.რ. მთავრობის თავჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის მინისტრი გიორგი სურმანიძე, მინისტრის მოადგილე ირმა აფხაზავა, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი, აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე, დონორი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
✅ აღნიშნული პროგრამა, პირველად 2020 წელს განხორციელდა, რომლის ბიუჯეტი შეადგენდა 1 000 000 ლარს. საგრანტო პროგრამის ფარგლებში 2020 წელს გამოვლინდა 18 გამარჯვებული ბენეფიციარი.
✅ მიმდინარე წელს „სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა“ საგრანტო პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 1 175 219 ლარს.
✅ საგრანტო პროგრამის ფარგლებში 2021 წელს გამოვლინდა 16 გამარჯვებული ბენეფიციარი.
✅ აგროსერვის ცენტრის თანადაფინანსება შეადგენს პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარდგენილ განაცხადში განაცხადის საინვესტიციო ღირებულების 70% -ს.
✅ პროგრამა ითვალისწინებს , როგორც არსებული ბიზნესის გაფართოება/მოდერნიზირებას, ასევე ბენეფიაციარების ფინანსურ დახმარებას ახალი ბიზნესის დასაწყებად.
✅ პროგრამის პრიორიტეტებია: ინოვაციური პროექტები, ახალგაზრდა მეწარმეების მიერ წარმოდგენილი პროექტები, ქალ მეწარმეთა მიერ წარმოდგენილი პროექტები, სოფლად გარემოს დაცვა, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება და კლიმატის ცვლილებების შერბილების ღონისძიებების ხელშეწყობა, ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგიების გამოყენება.
✅ "სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა" პროგრამის კომისიის წევრების შემადგენლობაში შედიან აჭარის მთავრობის აპარატის, სამინისტროების, აჭარის მუნიციპალიტეტების მერიის წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციები.