1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

"სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა" პროგრამის პრეზენტაცია

🇬🇪 აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრი.
✅ საგრანტო პროგრამა - "სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა".
✅ აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ფრიფონ ფუტკარაძე, აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ირმა აფხაზავა და აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე "სოფლად მეწარმეობის განვთარების ხელშეწყობა " საგრატო პროგრამის პრეზენტაციის მიზნით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებსა და თემის რწმუნებულებს შეხვდნენ.
✅ საგრატო პროგრამის მენეჯერმა ლაშა მიქელაძემ დამსწრე საზოგადოებას აღნიშნული პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
✅ საგრანტო პროგრამის მიზანია სოფლის მეურნეობის დარგების მიხედვით პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესებისთვის ხელის შეწყობა.
✅ საგრანტო პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 1 000 000 ლარს.
✅ აგროსერვის ცენტრი ბენეფიციარებს, მათ მიერ წარმოდგენილი განაცხადის საინვესტიციო ღირებულების 70 % -ს უფინანსებს.
✅ „სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა“ პროგრამის პრიორიტეტები: ინოვაციური პროექტები, ახალგაზრდა მეწარმეების მიერ წარმოდგენილი პროექტები, ქალბატონების მიერ წარმოდგენილი პროექტები, სოფლად გარემოს დაცვა, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება და კლიმატის ცვლილებების შერბილებიბს ღონისძიებების ხელშეწყობით გათვალისწინებული პროექტები. ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგიების გამოყენების პროექტები.
AGROSERVICE.CENTRE@YAHOO.COM
0422 27 64 65