სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა

✔️ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის თემის რწმუნებულებს, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის პროგრამის „სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშოწყობი“-ს შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

✔️შეხვედრაზე აგროსერვის ცენტრის დირექტორმა, გოჩა ბერიძემ აღნიშნული პროგრამის შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა.

✔️პროგრამის მიზანია, სოფლად მცხოვრებ ფერმერთა, მათ შორის ფიზიკური და იურიდიული პირების ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის შესაბამისი პირობების უზრუნველყოფა, სამეწარმეო საქმიანობის განვითარება, მოსახლეობის ცხოვრების დონისა გაუმჯობესება და სოციალურად მუდმივი ზრდის უზრუნველყოფა.

✔️პროგრამა ითვალისწინებს, როგორც არსებული ბიზნესის გაფართოება/მოდერნიზირებას, ასევე ახალი ბიზნესის დასაწყებად ბენეფიციარებისთვის ფინანსური დახმარების გაწევას.

✔️მონაწილეებს პროგრამის შესახებ საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგდათ.