1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

საადრეო სასუფრე ყურძნის რთველი აგროსერვის ცენტრში

✔ საადრეო ყურძნის რთველი აგროსერვის ცენტრში ✔ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრში საადრეო სასუფრე ყურძენის რთველი გაიმართა. რთველში მონაწილეობას ღებულობდნენ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სულხან მოწყობილი, აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის წარმომადგენლები. ✔ რთველის პარალელურად გვარა-ხუცუბნის სანერგე მეურნეობაში ჭაჭის გამოხდის და შოთის პურის ცხობის მასტერკლასები გაიმართა. აგროსერვის ცენტრის ვაზის სანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე განთავსებულია ღვინის სახლი, რომელსაც ტურისტული ობიექტის სტატუსი აქვს. ქობულეთიდან 10 წუთის სავალზე მდებარე ღვინის სახლი და სანერგე მეურნეობა სტუმრებს საშუალებას აძლევს ადგილზე დააგემოვნონ და შეიძინონ საქართველოში წარმოებული სხვადასხვა სახის ღვინო. ღვინის სახლის სერვისებში შედის ტური ამავე ტერიტორიაზე არსებულ ხეხილისა და ვაზის სანერგე მეურნეობაში, ასევე ღვინის დაყენების ტექნოლოგიების გაცნობა და ღვინის დეგუსტაცია. სასუფრე ყურძენი აგვისტოში ეტაპობრივად დაიკრიფება, შემოდგომაზე კი გვარა-ხუცუბნის სანერგე მეურნეობაში საღვინე ჯიშის ყურძნის აღება დაიწყება. სანერგეში ჯამში 17000 ძირამდე ვაზისა და ხეხილის სხვადასხვა ჯიშებია გაადგილებული. მათ შორის 32 ჯიშის სასუფრე და საღვინე ყურძენი. ✔ ღონისძიების მსვლელობას ამშვენებდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სახალხო ფოლკლორული ანსამბლი „ქობულეთი''.