1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ევროპის მოედანზე აგრარული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

    აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ორგანიზებით  19 -20 მაისს  ბათუმში ევროპის მოედანზე  აგრარული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. ფერმერებს მაღალმთიანი სოფლებიდან წარმოდგენილი ქონდათ ნატურალური ,ოჯახურ პირობებში დამზადებული პროდუქცია. ღონისძიების მიზანი არის ქართული ნატურალური პროდუქციის წარმოების ხელშეწყობა, პოპულარიზაცია და რეალიზაცია. აჭარის სოფლის მეურნეობის ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრი მადლობას უხდის და ულოცავს  ღონისძიებაში მონაწილე ყველა ფერმერს , არასამთავრობო ორგანიზაცია CARITAS  , CENN , საინფორმაციო მხარდაჭერისთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის რადიო-ტელევიზიას აგრარული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვის ღონისძიებაში შეტანილი წვლილისთვის.

გამოფენა-გაყიდვაზე მოწვეული ხელისუფლების წარმომადგენლებისა და სტუმრების  განცხადებით აღნიშნული მიმართულების  ღონისძიებები მნიშვნელოვანია ფერმერული მეურნეობის გაძლიერებისთვის.

       ღონისძიებამ  „ევროპის დღეები 2018“  ფარგლებში   აიღო  სტარტი და     წლის ბოლომდე 14-ჯერ (თანმიმდევრულად 2 კალენდარული დღე, შაბათი-კვირა ) გაიმართება.  ეს არის უნიკალური შანსი ქართული ნატურალური პროდუქციის პოპულარიზაციის, თვალსაჩინოდ წარმოჩენის და რეალიზაციისთვის . როგორც ჩვენი ქვეყნის  მოქალაქეების ასევე უცხოელ სტუმრებს   შესაძლებლობა ექნებათ უშუალოდ ფერმერებისგან  შეიძინონ  ნატურალური პროდუქტი ,რომლებიც  აჭარის მაღალმთიანი სოფლებიდან  სპეციალურად გამოფენა-გაყიდვის ღონისძიებაზე ჩამობრძანდებიან. 

გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილი იქნება ევროკავშირის  სხვადასხვა პროგრამის და პროექტის ფარგლებში  წარმოებული  პროდუქტი :    რძის პროდუქცია ( რძე,კარაქი, ნადუღი, ყურუთი) თაფლი, ( აჭარის რეგიონში წარმოებული საუკეთესო ხარისხის თაფლის პროდუქცია ) არაყი, ღვინო, ბოსტნეული, ხილი, ჯემები, წვენები, ხორც პროდუქცია . გამოფენაზე-გაყიდვაზე იქნებიან ფერმერები, რომლებიც არიან დაკავებული მეფრინველეობით ( მწყერი, ქათამი ), მეთევზეობით.

 

 

  • ღონისძიების  მხარდამჭერია არასამთავრობო ორგანიზაცია  CENN , CARITAS.
  •