2019 წლის მიზნობრივი პროგრამების საჯარო განხილვა აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

დღეს, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის და საშუალოვადიანი (2019-22 წწ) სამოქმედო გეგმის განხილვა გაიმართა. აჭარის ა.რ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ავთანდილ მესხიძემ სამინისტროს და მასში შემავალი სისტემის გეგმები, სამთავრობო, არასამთავრობო და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს გააცნო. შეხვედრას ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე დაესწრო.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი 2019 წელს 13 774 190 ლარით განისაზღვრა. ხოლო პროგრამული წილი 10 599 290 ლარია, რაც 2018 წლის პროგრამების ბიუჯეტთან შედარებით 888 966 ლარით მეტია. 2019 წელს სამინისტრო საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად 7 პროგრამას და 21 ქვეპროგრამას განახორციელებს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2019–2022 წლების პრიორიტეტი თავისი შინაარსითა და მოცულობით ორიენტირებულია სოფლის მეურნეობის დარგის შემდგომ განვითარებაზე და შესაბამისობაშია „აჭარის სოფლის მეურნეობის განვითარების“ და „აჭარის სოფლის განვითარების“ სტრატეგისთან.

შეხვედრაზე მონაწილეებმა განიხილეს 2019-2022 წლის პრიორიტეტები, რომელიც ორიენტირებულია თანამედროვე აგროტექნოლოგიების დანერგვაზე, ბიომეურნეობების განვითარებაზე, ნიადაგის პროდუქტიულობის ამაღლებასა და აგრარულ სექტორში დასაქმებულები ფერმერების და აგრომეწარმეების ცოდნის გაფართოვებაზე, მემცენარეობის და მეცხოველეობის ჯიშთგანახლებაზე, მაღალეფექტური ერთწლიანი და მრავალწლიანი ხეხილოვანი კულტურების განვითარების ხელშეწყობაზე, სასათბურე მეურნეობის განვითარების გზით, რეგიონის დაბლობი ზონისათვის ახალი სასოფლო-სამეურნეო ფუნქციების მინიჭებაზე. ასევე, შესაძლებლი იქნება გაიზარდოს ადგილობრივი პროდუქციის წარმოება, ხარისხი და კონკურენტუნარიანობა. გაძლიერდება აგრარული ექსტენციის მიწოდება შედეგად გაფართოვდება მემცენარეობის და მეცხოველეობის დარგებში დასაქმებული ფერმერების და აგრომეწარმეების ცოდნის დონე.