ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში 10 სტუდენტს დაასაქმებს.

აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში ქალაქ ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯის “ახალი ტალღა” 10 სტუდენტს დაასაქმებს. ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის მიზანი სოფლის მეურნეობაში კვალიფიციური კადრების მომზადება და პროფესიული განვითარების ხელშეწყობაა. მებაღეობის მიმართულებით სტუდენტები 6 თვით ანაზღაურებად სტაჟირებას აგროსერვის ცენტრის გვარა-ხუცუბნის ვაზისა და ხეხილის სანერგე სადემონსტრაციო მეურნეობაში ასევე ჩაქვის ციტრუსოვანთა სანერგე მეურნეობაში გაივლიან. ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრი 2017 წლიდან წარმატებით ახორციელებს.