1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ქალაქ ბათუმში ა (ა) იპ აგროსერვის ცენტრი აგრარული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვებს გამართავს

ქალაქ ბათუმში აგრარული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სმინისტროს ა(ა) იპ აგროსერვის ცენტრი ქ. ბათუმში აგრარული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას გამართავს. გამოფენა გაყიდვა ქ. ბათუმის ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანზე შაბათ-კვირაობით გაიმართება. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში ფერმერებს ეძლევათ შესაძლებლობა წარმოადგინონ მათ მიერ წარმოებული პროდუქცია და განახორციელონ რეალიზაცია. გამოფენა-გაყიდვაში ჩართულ ფერმერებს, არასამთავრობო ორგანიზაცია “CENN ” da “CARITAS” ის მხარდაჭერით გაუკეთდებათ პროდუქციის ბრენდირება და რეკლამირება. დამატებითი ინფორმაციისთვის, გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობის მსურველ ფერმერებს გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 558494848 მოგვწეროთ: ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის facebook გვერდზე. email : agroservice.centre@yahoo.com