1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა (ა) იპ აგროსერვის ცენტრში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის მეორე საკონკურსო ეტაპი შედგა

 აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრში გამოცხადებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის სტაჟიორთა გამოსავლენად კონკურსის მეორე ეტაპი შედგა.სტაჟიორიბის კანდიდატებთან გასაუბრებას ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორი , კონკურსის კომისიის თავჯდომარე გოჩა ბერიძე ხემძღვანელობდა.კომისიის წევრები გახლდათ  იოსებ აბულაძე - ა (ა) იპ  აგროსერვის ცენტრის  დირექტორის მოადგილე, ლევან ბოლქვაძე - ა (ა) იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორის მოადგილე, მამუკა თურმანიძე - აჭარის ა.რ რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ნანი ჯაბნიძე - ა (ა) იპ  „საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის“  პროფესორი აგრარული მიმართულებით, გაიოზ ფარცხალაძე სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო  უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანი. გასაუბრების შედეგად  გამოვლინდა  5 გამარჯვებული სტაჟიორობის კანდიდატი. სტაჯიორობის კანდიდატების შეფასება განისაზღვრა  მინიჭებული ქულების რაოდენობით.

   ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაში  პრაქტიკული უნარჩვევების გამომუშავების და პროფესიული განვითარების მიზნით, სტაჟიორები აჭარის ა.რ. რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს  ა (ა) იპ  აგროსერვის ცენტრში  2018 წლის  2  აპრილიდან  6 თვით დასაქმდებიან.ანაზღაურების  სახით პროგრამის გამარჯვებულები ყოველთვიურად 300 ლარს მიიღებენ.