1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

არასტანდარტული მანდარინის მიღება დაიწყო

დღეს, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ავთანდილ მესხიძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელ ქარხანაში არასტანდარტული მანადარინის მიღების პროცესს დაესწრო. შპს ,,Georgian industrial Asset Management Group’’-ი, შეუზღუდავი რაოდენობით მიიღებს არასტანდარტულ მანდარინს. წარმოებული იქნება ციტრუსის კონცენტრატი საიდანაც დამზადდება წვენი, რომელიც ექსპორტირებული იქნება აზიისა და ევროპის ქვეყნებში.

ხვალიდან ასევე დაიწყებს არასტანდარტული მანდარინის მიღებას შპს ,,TCF GEORGIA’’ საწარმო მიმდინარე წელს გეგმავს 4 000 ათას ტონმდე არასტანდარტული მანდარინის მიღებას, რომლისგანაც დაამზადებს კონცენტრირებულ წვენს. რომელიც, მოხმარდება როგორც ადგილობრივ ბაზრებს, ასევე ექსპორტირებული იქნება რუსეთის, უკრაინის და ყაზახეთის ქვეყნებში.

აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, კომპანიები, რომლებიც 1 კგ სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილ მანდარინს არანაკლებ 0.20 ლარად შეისყიდიან, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო 1 კგ მანდარინზე 0.10 ლარის ოდენობის სახელმწიფო სუბსიდიას გასცემს. შესაბამისად სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის ფასი 0.20 ლარი იქნება.