1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

სტაჟიორებმა პრაქტიკული გამოცდილების ანგარიშის პრეზენტაცია წარმოადგინეს

დღეს,  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტტში,  აგრარული ფაკულტეტის 10  სტუდენტმა  პრაქტიკული გამოცდილების ანგარიშის პრეზენტაცია  წარმოადგინეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ  აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ავთანდილ მესხიძე,  ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე და  შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში.  ასევე,  უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის დეკანი გიზო ფარცხალაძე, პროფესორ მასწავლებელები და სტუდენტები. შეხვედრის ბოლოს,  აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, უნივერსიტეტის რექტორმა და (ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორმა სტუდენტებს სერთიფიკატები გადასცეს. 

აგრარული ფაკულტეტის სტუდენტები  სოფლის მეურნეობის დარგში კვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პრაქტიკული უნარჩვევევბის გამომუშავებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრში ანაზღაურებად სტაჟირებას 6 თვით გადიოდნენ.

სტაჟიორებმა ამ პერიოდში გაეცნენ სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიებს, მონაწილეობდნენ აგროტექნიკურ  ღონისძიებებში, ეცნობოდნენ მეურნეობის მართვის  ორგანიზაციულ  სამეურნეო მეთოდებს.  სტაჟირების პერიოდში  მონაწილეობა მიიღეს  სხვადასხვა აგრო ტურებში,  მათ მიერ  დათვალიერებული და გაცნობილი იქნა  ჯიღაურასა და წილკანის  სადემონასტრაციო მეურნეობა, სადაც გაეცნენ სამეცნიერო კვლევითი ცენტრის   სამუშაო სპეციპიკას. ასევე, მონაწილეობდნენ  მარნეულში და ბოლნისში თანამედროვე კაპიტალური ტიპის  სათბურების მუშაობის სპეციპიკისა  და ჩინური სათბურების  ტექნოლოგიურ  სიახლეების გაცნობაში.

 აგროტურის ფარგლებში  მოინახულეს  იმერეთის ზონაში  მოქმედი სასოფლო-სამეურენო  კოოპერატივები მეღვინეობასა და სასწყობო  მეურნეობის სფეროში.  დმანისის მუნიციპალიტეტში გაეცნენ   კენკროვანი კულტურების (ჟოლო  მაყვალი)  მოვლა მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიებს.  აგრეთვე სტუდენტებმა დაათვალიერეს აწარმოე საქართველოს  მიერ დაფინანსებული  საწარმოები,  სადაც გაეცნენ ბოსტნეული კულტურებისა და ხილის გადამუშავების ტექნოლოგიებს.