დაბა ჩაქვში ნერგების სარეალიზაციო მაღაზია გაიხსნა

დღეს, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ავთანდილ მესხიძემ და (ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორმა გოჩა ბერიძემ ნერგების სარეალიზაციო მაღაზია გახსნეს, რომელიც ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში სოფლის მეურნეობის სამინისტროს (ა)იპ აგროსერვის ცენტრის სანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე მდებარეობს. მაღაზიის გახსნის მიზანია თანამედროვე ტექნოლოგიებით წარმოებული სარგავი მასალის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება ფერმერებისთვის.

აღნიშნულ ნერგების მაღაზიაში, ფერმერებს შეეძლებათ თვითღირებულების ფასად შეიძინონ მრავალწლიანი კულტურების ნერგები, კერძოდ: ციტრუსოვნები (მანდარინი, ლიმონი, ფორთოხალი) ვაზის, ვაშლის, კეკნკროვანი კულტურების (ჟოლო, მარწყვი).