1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

გოჩა ბერიძე მეცნიერებათა აკადემიის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით ერთობლივ კონფერენციას დაესწრო

დღეს, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით ერთობლივი კონფერენცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი გივი ჯაფარიძე უძღვებოდა.

შეხვედრას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ავთანდილ მესხიძე და აკადემიკოსები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და მეცნიერ-მუშაკებთან ერთად აჭარის აგრარული სექტორის თანამედროვე პრობლემები და მათი დაძლევის პერსპექტივებზე იმსჯელეს. კონფერენციას ასევე ესწრებოდა ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე.