1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

აჭარაში ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა

აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის რეალიზაციის ხელშემწყობი ღონისძიება დაიწყო. საწარმოებში მანდარინის ორგანიზებულად ჩაბარების მიზნით, ბათუმში საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდა, რომელიც დღეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ავთანდილ მესხიძემ გახსნეს.

კომპანიები, რომლებიც 1 კგ სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილ მანდარინს არანაკლებ 0.20 ლარად შეისყიდიან, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო 1 კგ მანდარინზე 0.10 ლარის ოდენობის სახელმწიფო სუბსიდიას გასცემს. შესაბამისად სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის ფასი 0.20 ლარი იქნება.

მიმდინარე წელს არასტანდარტულ მანდარინს მიიღებს და გადაამუშავებს შპს ,,TCF GEORGIA’’ და შპს ,,Georgian industrial Asset Management Group’’. TCF GEORGIA’’ გეგმავს 4 000 ათას ტონა არასტანდარტული მანდარინის მიღებას, რომლისგანაც დაამზადებს კონცენტრირებულ წვენს. რომელიც, მოხმარდება როგორც ადგილობრივ ბაზრებს, ასევე ექსპორტირებული იქნება რუსეთის, უკრაინის და ყაზახეთის ქვეყნებში. რაც შეეხება არასტანდარტული ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმოს შპს ,,Georgian industrial Asset Management Group’’-ს, საკონსერვო ქარხანა შეუზღუდავი რაოდენობით მიიღებს არასტანდარტულ მანდარინს. წარმოებული იქნება ციტრუსის კონცენტრატი საიდანაც დამზადდება წვენი, რომელიც ექსპორტირებული იქნება აზიისა და ევროპის ქვეყნებში.

მიმდინარე წელს საპროგნოზო მონაცემებით ციტრუსის მოსალოდნელი მოსავალი 50-55 ათასი ტონა იქნება, საექსპორტო მანდარინს სეზონზე ამზადებს 40–მდე ციტრუსის-მიმღებ დამხარისხებელი საწარმო, რომელთა ჯამური სიმძლავრე შეადგენს 30 000 ტონაზე მეტს. საწარმოებში ხდება მანდარინის დაკალიბრება, პარაფინირება, პლასტმასის, მუყაოსა და შპონის (ხის) ტარაში პროდუქციის შეფუთვა, პალეტებად შეკვრა და ექსპორტირება. ადგილობრივი სიმძლავრეებით შესაძლებელია 40 000 ტონა საექსპორტო ყუთის მომზადება. რეგიონში არსებული სამაცივრე დანადგარებით შესაძლებელია 7000 ტონამდე ციტრუსის შენახვა. ციტრუსის გადამამუშავებელი საწარმოები სეზონზე ღებულობს და კონცენტრატის სახით ამუშავებს 15000 ტონამდე არასტანდარტულ მანდარინს.