ტრეინინგი მევენახე ფერმერებისთვის

დღეს, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის გვარას ღვინის სახლში მევენახე ფერმერებისთვის გაიმართა ტრეინინგი, თემაზე ღვინის დაყენების ტექნოლოგიები.

ტრეინინგის მიზანია აჭარაში ღვინის წარმოების ხარისხის სრულყოფა თანამაედროვე ტექნოლოგიების დანერგვის გზით. ტრეინინგი ჩაატარა კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა დავით თამარაშვილმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე, სასოფლო- სამეურნეო კოოპერატივების, მცირე და საშუალო ღვინის მარნების წარმომადგენლები და მევენეხე ფერმერები.