1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ციტრუსის ფორუმი 2017

დღეს, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ორგანიზებით, სასტუმრო შერატონში გაიმართა რიგით მეორე საერთაშორისო ფორუმი-„ციტრუსის ექსპორტი 2017“. ფორუმის მონაწილეებს მიესალმნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი. ციტრუსის ექსპორტი 2017-ის შესახებ პრეზენტაცია აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ავთანდილ მესხიძემ წარმოადგინა.

„ციტრუსის ექსპორტი 2017“-ის მიზანი ციტრუსის სარეალიზაციოდ ახალი ბაზრების ათვისებაა. ფორუმში იმ 9 ქვეყნის 33 მსხვილი ექსპორტიორი მონაწილეობდა, რომლებშიც აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გასვლითი შეხვედრები ჩაატარა.

პოლონეთის, ბელორუსიის, ლატვიის, რუსეთის, ყაზახეთის, სომხეთის, ტაჯიკეთისა, უკრაინისა და უზბეკეთის წარმომადგენელმა იმპორტიორებმა დაათვალიერეს ციტრუსის მიმღებ გადამამუშავებელი საწარმოები და ადგილზე გაეცნენ ციტრუსის საექსპორტო სამზადისის ტექნოლოგიურ პროცესებს.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები. ასევე, ყველა ის სამთავრობო, და არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შეიძლება რაიმე სახით, დაკავშირებული იყოს ციტრუსის ექსპორტის ხელშეწყობის კუთხით საქართველოდან.

ფორუმის დასკვნით ნაწილი გაიმართა კითხვა პასუხის რეჟიმში. ადგილობრივ ციტრუსის დამამზადებლებსა და ექსპორტიორებს მიეცათ საშუალება დაესვათ შეკითხვები მათთვის საჭირო საკითხებზე, ასევე დაამყარონ უშუალო ურთიერთობები კონკრეტული ქვეყნის ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან.