1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრი ყაზბეგის განვითარების ჯგუფს მასპინძლობადა

დღეს, ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის გვარას ხეხილისა და ვაზის სანერგე მეურნეობაში ყაზბეგის განვითარების ჯგუფის  წარმომადგენლებს აგრო ტური ჩაუტარდათ. დელეგაციას  ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე მასპინძლობადა, სადაც სტუმრებს გააცნო აგროსერვის ცენტრის საქმიანობა, ახალი გამოწვევები და ისაუბრა ორგანიზაციის მიღწევებზე.

სტუმრებმა აგროტურის ფარგლებში დაათვალიერეს. ფერმერთა კონსულტირების, ნიადაგის აგროქიმიური კვლევის, ხილის შრობა-გადამუშებისა და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერების სერვისები. ასევე, მოინახულეს  ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობა,  ვეტერინარული კლინიკა, მარწყვის სათბურები და ღვინის სახლი.