1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ხეხილისა და ვაზის სანერგე მეურნეობაში სასუფრე ჯიშის ყურძენი დაიკრიფა

ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ხეხილისა და ვაზის სანერგე მეურნეობაში საადრეო ჯიშის სასუფრე ყურძენი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილესთან და შეღუდული შესაძლებლობის მქონე და სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფ ბავშვებთან ერთად დაკრიფეს. 
სასუფრე ჯიშის ყურძენი კარდინალი და პრიმა საადრეო ჯიშისაა, რომელიც აგვისტოში მწიფდება. სანერგე მეურნეობაში 11 სასუფრე ჯიშის ვაზია განთავსებული. შემოდგომაზე გვარა-ხუცუბნის სანერგეში საღვინე ჯიშის ყურძნის აღებაც დაიწყება. სულ სანერგეში 19 საღვინე ჯიშის ვაზია გაადგილებული, მათ შორისაა ცოლიკაური, ჩხავერი, ციცქა, ოჯალეში და სხვა.
დაკრეფილი სასუფრე ყურძენი შშმ და სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფ ბავშვებს საჩუქრად გადაეცათ.