1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ქობულეთის მუნიციპალიტეტში აგრომარკეტი ამოქმედდა

დღეს, აჭარის მთავრობის თვამჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრ ლაშა კომახიძესთან და ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორთან გოჩა ბერიძესთან ერთად ქობულეთის მუნიციპალიტეტეში აგრო მარკეტი გახსნა. აგრომარკეტის გახსნის მიზანია ფერმერთა და აგრომეწარმეთა ხელმისაწვდომობს ზრდა თანამედროვე ტექნოლოგიურ საშუალებებზე, მათ გამოყენებაზე და დანერგვაზე ფერმერულ მეურნეობებში. წარმოებული პროდუქციის თვითღირებულების შემცირების, შრომის ნაყოფიერების ზრდის და ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება.

1000 კვ.მ. ფართობზე 25 სივრცეა, რაც სოფლის მეუნეობის კუთხით დაინტერესებულ ადგილობრივ მწარმოებლებს და სადისტრიბუციო კომპანიებს საშუალება მიეცემათ მოახდინონ თავიანთი პროდუქციის რეალიზება და რეკლამირება. საკუთარი პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით, აგრო მარკეტის ამოქმედებით ფერმერებს საშუალება მიეცემათ, ერთ სივრცეში შეიძინონ მათთვის სასურველი ხარისხიანი საქონელი და მიიღონ კვალიფიციური კონსულტაციები, რაც ფერმერებს დაეხმარებათ თავიანთი მეურნეობების უკეთეს მართვაში. აგრომარკეტის ტერიტორიაზე იქნება წვდომა ფინანსურ საშუალებებზე, რაც გულისხმობს იმას, რომ იქვე იმუშავებენ ფინანსური ორგანიზაციები, რომლებიც მზად არიან გასცენ კრედიტები აგროსაშუალებების სხვადასხვა მიმართულებებზე. აგრო მარკეტში მეწარმეებისათვის ფართის დროებით სარგებლობაში გადაცემა მოხდება იჯარის წესით.

ამავე ანგარში 300 კვმ.-ზე მოეწყობა აგრომომსახურების ცენტრი, ხოლო აგრომარკეტიდან რამდენიმე მეტრში 60 კვ.მ ფართზე მიმდინარეობს ვეტერინარულ კლინიკის მშენებელობა. ვეტერინარულ კლინიკა აღჭურვილი იქნება თანამედროვე აპარატურით. კლინიკაში გათვალისწინებულია ფერმერებისათვის საკომფერენციო დარბაზი, ლაბორატორია, საოპერაციო ოთახი, ვეტ. აფთიაქი. მიმდინარე წლის მაისის ბოლოს ფერმერებს შეეძლებათ კლინიკის მეშვობით მიიღონ კვალიფიციური მომსახურება, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.