1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

სომხეთიდან მოწვეული ექსპერტები ვეტერინარებს ტრეინინგს უტარებენ

ავსტრიის განვითარების ფონდი (ADA), ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრთან და სომხეთის ფონდთან (CARD) ერთად ახორციელებს პროექტს „ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვა საქართველოში“, პროექტის მიზანია ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობის გაზრდა საქართველოსა და სომხეთის საზღვრისპირა ტერიტორიებზე, მსხვილფეხა რქოსან ცხოველთა ტრანსსასაზღვრო დაავადებებზე ინფორმირებულობა, დაავადებათა დროული პრევენცია და კონტროლი. კერძო ვეტერინარული სერვისების და მართვისა და მენეჯმენტის გაუმჯობესება.

პროექტის ფარგლებში უკვე დაწყებულია ახალი ვეტერინარული სერვის ცენტრების მშენებლობა, სადაც ფერმერებს შეეძლებათ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით პირუტყვის მკურნალობა, მედიკამენტების შეძენა, აღნიშნული ვეტერინარული კლინიკები აღჭურვილი იქნება თანამედროვე ინვენტარით.

სადემონსტრაციოდ შერჩეულ ფერმერებს უკვე გადაეცათ ხბოს ცივი მეთოდით გამოსაზრდელი გალიები და საკვები. ცხოველის ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, დაბინავება და მოვლა, კვება, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბალახის/საძოვარის განაყოფიერებაში, ამიტომ პროექტის ფარგლებში მაღალხარისხიანი ბალახის საძოვრების გაშენება დაიწყო. 

პროექტის ფარგლებში  სომხეთიდან მოწვეულმა ექსპერტებმა და კომპანია ნუტრიმაქსის წარმომადგენელმა რევაზ ლაპაჩიმ ვეტერინარებს თეორიულ სწავლება ჩაუტარეს თემაზე: პირუტყვის საკვების სახეობები და კვების რაციონი

ვიზიტი 2 დღე გაგრძელდება და პროექტის ფარგლებში განხორციელებული დემო პროექტების მონახულებასაც მოიცავს.
ტრეინინგს ესწრებოდნენ ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორი, გოჩა ბერიძე, ასევე ადგილობრივი ვეტერინარები, ზოო ტექნიკოსები და პროექტში ჩართული ფერმერები.